https://sputnik-georgia.com/20210916/saqartveloshi-qurdebi-daakaves-259650465.html
„ქურდები აყარეს“: დაკავებულთა შორის არიან „რიჟოვიჩი“, „პაპლიკა“, „მღვდელოვიჩი“, „წერტილა“
„ქურდები აყარეს“: დაკავებულთა შორის არიან „რიჟოვიჩი“, „პაპლიკა“, „მღვდელოვიჩი“, „წერტილა“
Sputnik საქართველო
გორსა და ხაშურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მთლიანობაში 11 პირია დაკავებული. 16.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-16T16:00+0400
2021-09-16T16:00+0400
2021-09-16T19:58+0400
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/95/248789571_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_6a4c4d10a9af356e74c18b517cc4bb1d.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, 4 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მასშტაბური სპეცოპერაცია გორსა და ხაშურში დღეს ჩატარდა.მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულთა შორის არიან „ქურდულ სამყაროში“ ცნობილი პირები „რიჟოვიჩი“, „პაპლიკა“, „მღვდელოვიჩი“, „წერტილა“. ბრალდებულთა ასაკი 19-დან 58 წლამდეა.როგორც გამოძიებით დადგინდა, აღნიშნული პირები აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა კრიმინალურ მოქმედებებში. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - „ტერტერას“ დავალებით მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს აგვარებდნენ, რომელთაც „ქურდული წესების“ შესაბამისად განიხილავდნენ, თავიანთ სასარგებლოდ წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.გარდა ამისა, ბრალდებულებმა ამავე „ტერტერას“ დავალებით ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრს, მეტსახელად „ჩაინიკას“ მისი კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. მოგვიანებით კი, აღნიშნული მანქანის დაბრუნების მიზნით, ქურდული გარჩევა მოეწყო, რომელშიც „რიჟოვიჩი“ მონაწილეობდა. საბოლოოდ მანქანა „ჩაინიკას“ დაუბრუნდა.აღნიშნულმა პირებმა ასევე კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც საქმის გარჩევის შემდეგ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუბრუნეს.სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულების კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და 15 ათასი დოლარი, „მაგნუმის“ და „კოლტის“ სისტემის ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტი და საბრძოლო ვაზნები.გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20210916/specoperacia-gorsa-da-xasursi-259635011.html
https://sputnik-georgia.com/20210720/urduli-samyaros-wevrobistvis-rva-piri-daakaves-252369268.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/95/248789571_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_9e3f29d6330fd87f3da087d67dc5fca6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
„ქურდები აყარეს“: დაკავებულთა შორის არიან „რიჟოვიჩი“, „პაპლიკა“, „მღვდელოვიჩი“, „წერტილა“
16:00 16.09.2021 (განახლებულია: 19:58 16.09.2021) გორსა და ხაშურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მთლიანობაში 11 პირია დაკავებული.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, 4 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო,
ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასშტაბური სპეცოპერაცია გორსა და ხაშურში დღეს ჩატარდა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულთა შორის არიან „ქურდულ სამყაროში“ ცნობილი პირები „რიჟოვიჩი“, „პაპლიკა“, „მღვდელოვიჩი“, „წერტილა“. ბრალდებულთა ასაკი 19-დან 58 წლამდეა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, აღნიშნული პირები აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა კრიმინალურ მოქმედებებში.
16 სექტემბერი 2021, 09:49
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - „ტერტერას“ დავალებით მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს აგვარებდნენ, რომელთაც „ქურდული წესების“ შესაბამისად განიხილავდნენ, თავიანთ სასარგებლოდ წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.
გარდა ამისა, ბრალდებულებმა ამავე „ტერტერას“ დავალებით ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრს, მეტსახელად „ჩაინიკას“ მისი კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. მოგვიანებით კი, აღნიშნული მანქანის დაბრუნების მიზნით, ქურდული გარჩევა მოეწყო, რომელშიც „რიჟოვიჩი“ მონაწილეობდა. საბოლოოდ მანქანა „ჩაინიკას“ დაუბრუნდა.
აღნიშნულმა პირებმა ასევე კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც საქმის გარჩევის შემდეგ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუბრუნეს.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულების კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.
ასევე ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და 15 ათასი დოლარი, „მაგნუმის“ და „კოლტის“ სისტემის ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტი და საბრძოლო ვაზნები.
გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.