სპეცოპერაცია გორსა და ხაშურში: ვისზე „ნადირობენ“ ძალოვნები?

© photo: Sputnik / Stringerსპეცოპერაცია კრიმინალის წინააღმდეგ ფონიჭალაში
სპეცოპერაცია კრიმინალის წინააღმდეგ ფონიჭალაში - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
გამოწერა
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ათი ადამიანი.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ერთდროულად ორ ქალაქში – გორსა და ხაშურში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული ადამიანების დაკავების სპეცოპერაცია ტარდება, იუწყება ქართული მასმედია.
ადგილებზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შესაბამისი ორდერის წარდგენის შემდეგ გაჩხრიკეს რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების სახლი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ათი ადამიანია დაკავებული.
შსს-ში ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ. სპეცოპერაციის სხვა დეტალები უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0