ვინ წავა ვენეციის ბიენალეზე საქართველოდან? კულტურის სამინისტრომ უძლიერესები შეარჩია

© Ministry of culture of Georgiaსაქართველოს კულტურის სამინისტრო
საქართველოს კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
ვენეციაში, კუნძულ ჯუდეკაზე ქართული პროექტი 2022 წლის 13 აპრილიდან 1 დეკემბრის ჩათვლით იქნება წარდგენილი.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრომ ვენეციის საერთაშორისო ბიენალეში მონაწილეობისთვის ორი საუკეთესო კანდიდატი გამოავლინა.
პრეტენდენტების მოკლე სიიდან, ექვსი კაციდან კომისიამ ორი გამარჯვებული შეარჩია:
„მე ვწუხვარ ბაღზე" – პროექტის წარმდგენი ა(ა)იპ ,,მდგომარეობებს შორის" (ვატო ურუშაძე, ხატია ჭოხონელიძე, გიორგი სპანდერაშვილი); პროექტის ავტორები: მარიამ ნატროშვილი, დავით (დეთუ) ჯინჭარაძე;
„როდესაც ყველა ხე გახმება, გია დარგავს ნერგს, რომელიც იყვავილებს" – პროექტის წარმდგენი შპს „ფროჯექტ ართბით" (ნათია ბუკია); კურატორი – თომას დელამარი; მხატვარი – ნიკა ქუთათელაძე.
მოცემული ორი პროექტი, ავტორთა თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთობლივად იქნეს წარდგენილი საქართველოს ეროვნულ პავილიონში. თუ ავტორები ვერ შეთანხმდებიან, საკონკურსო კომისია 18 დეკემბრამდე ერთ-ერთ მათგანს შეარჩევს და გამოაცხადებს გამარჯვებულად.
უფრო ადრე კულტურის სამინისტრომ პროექტების შორტ-ლისტი გამოაქვეყნა. თავდაპირველად კონკურსში 15 პროექტი მონაწილეობდა.
ქართული პროექტი ვენეციაში, კუნძულ ჯუდეკაზე იქნება წარდგენილი 2022 წლის 13 აპრილიდან 1 დეკემბრის ჩათვლით.
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
წულუკიანმა ვენეციის ბიენალეზე ქართველი კომისარი წარმოადგინა
ამასთან, წელს პირველად ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის 7 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ პავილიონში იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისთვის. რეზიდენციაში მონაწილეობას მიიღებენ 30 წლამდე ხელოვანები და ხელოვნებათმცოდნეები საქართველოდან. რეზიდენციის ხანგრძლივობა იქნება ერთი თვე და მისი მონაწილეები შეირჩევიან კონკურის გზით, რომელიც გამოცხადდება 2022 წლის იანვარში.
ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა. რიგით 59-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე გაიმართება და მას სახელად „რძე სიზმრებისა" (The Milk of Dreams) ეწოდა. სახელწოდება სიურრეალისტი მხატვრის ლეონორა კერინგტონის (1917-2011) ამავე სახელწოდების წიგნიდანაა აღებული.
ყველა ახალი ამბავი
0