თბილისის მთავრობა ბიზნესის დახმარების პროგრამას გააგრძელებს: რა ელოდებათ მეწარმეებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
თბილისის მთავრობა ბიზნესის დახმარების პროგრამის გაგრძელებას გეგმავს.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის საკრებულო მომდევნო კვირაში ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას განიხილავს, რომლის ფარგლებშიც 700-მდე მცირე და საშუალო მეწარმე მერიის კუთვნილი შენობებისა და ნაკვეთების იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მოიჯარე კომპანიები სხვადასხვა შეღავათით ისარგებლებენ, მათ შორის 2020-2021 წლების განმავლობაში იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

„უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პანდემიით დაზარალებული ბიზნეს-სუბიექტების მხარდაჭერას ვახორციელებთ. ესენი ძირითადად არიან მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური კომპანიების მოიჯარეები, რომელთაც სხვადასხვა სახის შეღავათები გაეწევათ. კერძოდ, დაემატებათ საიჯარო ვადა – გაცდენილი ორწლიანი პერიოდი", – განაცხადა კალაძემ.

ასევე მოხდება ვადაგასული იჯარების აღდგენა, მათ ჩამოეწერებათ სანქცია-საურავები და გათავისუფლდებიან 2020-2021 წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი საიჯარო ქირისგან.
„ასევე ტურისტული ობიექტებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით ამოქმედდება მოსაკრებლისგან გათავისუფლების ვაუჩერული პროგრამა", – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
„მოვუსმენთ ყველას“: კალაძემ მერიაში მოქალაქეთა მიღების დღეები დააწესა
მანამდე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ 2021-2022 წლებში 700-მდე მოიჯარე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი ჯამში 11 მილიონი ლარისგან გათავისუფლდება. 2022 წლის ბოლომდე 160-მდე კაფეს მფლობელი იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება. ჯამში ისინი 800 ათას ლარს დაზოგავენ.
მოიჯარეს, რომელსაც იჯარის ვადა 2020 წლის 1 იანვარს ამოეწურა ან ეწურება 2022 წლის 1 იანვრამდე, ქალაქის ადმინისტრაცია შესთავაზებს იჯარის გაგრძელებას ან ხელშეკრულების აღდგენას 2024 წლის 1 იანვრამდე.
გარდა ამისა, მოიჯარეებს ქირის გადაუხდელობისთვის დაკისრებული საერთო ჯამში მილიონობით ლარის პირგასამტეხლოები ჩამოეწერებათ.
ყველა ახალი ამბავი
0