„მოვუსმენთ ყველას“: კალაძემ მერიაში მოქალაქეთა მიღების დღეები დააწესა

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ რაიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს მოუწოდა, მოქალაქეებთან კომუნიკაციის მიზნით კვირაში ორი დღე გამოყონ. ამის შესახებ განცხადება კალაძემ ხუთშაბათს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
7 დეკემბერს თბილისის საკრებულომ ნდობა გამოუცხადა დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობას, რომელიც სათათბირო ორგანოს თბილისის მერის პოსტზე მეორე ვადით არჩეულმა კახა კალაძემ წარუდგინა.

„გამგებლებს გავალებთ, რომ გამოყოთ კვირაში ორი დღე – ხუთშაბათი და პარასკევი, რომელიც მოქალაქეების მიღების დღეები იქნება და მოუსმინოთ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხი. როდესაც თქვენ რაღაცის გაკეთება არ შეგიძლიათ, რაღაც ეწინააღმდეგება კანონს, ამის შესახებ მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი. მან უნდა იცოდეს, თუ რატომ ვერ სრულდება მისი კონკრეტული მოთხოვნა“, – განაცხადა კალაძემ.

მერის განმარტებით, მსგავსი მიღების დღეები (ხუთშაბათი–პარასკევი) დაწესდება არა მარტო რაიონულ ადმინისტრაციებში, არამედ თბილისის მერიაშიც.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული პრობლემები და საჭიროებები აქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0