საქართველოში 35 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა

© Pixabay / castleguardვაშლები კალათში
ვაშლები კალათში - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 35 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია გადამუშავებული, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 3,5 მლნ ლარს აღემატება.
სუბსიდირების პროგრამის თანახმად, სახელმწიფო 0,1 ლარს უნაზღაურებდა ხილის გადამამუშავებელ იმ კომპანიებს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0,22 ლარად შეისყიდიდნენ. ფერმერებს ვაშლის ჩაბარება 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეეძლოთ.
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
ქართული ვაშლი ძირითადად რუსეთში გადის
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში არასტანდარტული ვაშლი ხილის გადამამუშავებელმა 13-მა საწარმომ ჩაიბარა.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის სტიმულირების პროგრამა ეხმარება ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის მისაღებ ფასად რეალიზაციაში. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.
ყველა ახალი ამბავი
0