ქართული ვაშლი ძირითადად რუსეთში გადის

© Sputnik / Levan Avlabreliვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
ფერმერები არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოდან 1 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით 3.448 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
საანგარიშო პერიოდში ვაშლის ექსპორტი ძირითადად რუსეთში განხორციელდა – 3.443 ტონა. დანარჩენი 5 ტონა კი მეზობელ სომხეთში გავიდა.
ვაშლის ექსპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ახალი ბაღების გაშენების დასახმარებლად ხორციელდება პროგრამა „დანერგე მომავალი“. ამ პროგრამის ფარგლებში ვაშლის ბაღები 1.128 ჰექტარზე გაშენდა.
ხილის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
ქართული თხილის ექსპორტი იზრდება
საქართველოს მთავრობა წელს, ისევე, როგორც შარშან, ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის ფიქსირებულ ფასში რეალიზებაში ეხმარება.
სუბსიდირების პროგრამის თანახმად, სახელმწიფო თითოეულ კილოგრამზე 0,1 ლარს აუნაზღაურებს ხილის გადამმუშავებელ კომპანიებს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0,22 ლარად შეისყიდიან. ფერმერები არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის სტიმულირების პროგრამა ეხმარება ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის მისაღებ ფასად რეალიზაციაში. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.
ყველა ახალი ამბავი
0