ქართული თხილის ექსპორტი იზრდება

© photo: Sputnik / Stringerთხილი
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ 1 აგვისტოდან 15,2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განახორციელა, რომლის ღირებულებამ 69,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ექსპორტირებული თხილის მოცულობა 31%-ით (3,6 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება 12%-ით (7,3 მლნ დოლარით) გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში (6.135 ტონა), გერმანიაში (2.904 ტონა), ესპანეთში (446 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (284 ტონა), სომხეთში (964 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), რუსეთში (337 ტონა), უკრაინაში (256 ტონა) და სხვა ქვეყნებში.
ხურმა - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
საქართველომ ხურმისა და კარალიოკის ექსპორტისგან 5,3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო
საქართველოში თხილის მოსავლის აღება აგვისტოს დასაწყისში, ტრადიციულად, პირველად სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში დაიწყო, შემდეგ კი კახეთსა და სხვა რეგიონებში.
მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად 2020 წელს მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენა და თხილის უხვი მოსავლის მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0