საპატრიარქო: შერიგების პროცესი იქნება დიდხნიანი

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
საპატრიარქოს წარმომადგენლის თქმით, ეროვნული შერიგება დამოკიდებული იქნება პროცესში ორივე მხრიდან ჩართულ თითოეულ პირზე.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. პირველ ეტაპზე ჩანს, რომ საერთო ეროვნული შერიგებისკენ გზა იქნება საკმაოდ გრძელი, პროცესი კი დიდხნიანი, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ერთი კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თავის თავზე იღებს ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრის ამოცანას. მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევაც მიიღო.
„როდესაც გავანაწყენებთ ადამიანს და რაღაცას დავუშავებთ, იმისთვის, რომ კვლავ ერთსულოვანი ვიყოთ და შევრიგდეთ, ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ქრისტიანული მოძღვრება მკაფიოდ განსაზღვრავს თუ რა არის ეს – შენ უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ამ ადამიანისთვის ზიანის მიყენება, შენდობა ითხოვო და ეს იმდენად გულწრფელი უნდა იყოს, რომ მისგან მიიღო ეს შენდობა. ეს უნდა იყოს საფუძველი დანარჩენი ყველაფრის, თორემ ისე, ინიციატივა, რა თქმა უნდა, კარგია“, – განაცხადა ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან.
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
შეძლებს თუ არა პრეზიდენტი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგებას? მხარეთა რეაქციები
ამასთან, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელმა აღნიშნა, მოხდება თუ არა ეროვნული შერიგება, ეს დამოკიდებული იქნება პროცესში ორივე მხრიდან ჩართულ თითოეულ პირზე.
გუშინ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიწვია. მთავარმა ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინდელ შეკრებაში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა განაცხადა, რომ პროცესის დაწყების წინააღმდეგი არ არის.
შეკრებილებს ქვეყნის პრეზიდენტმა მოლაპარაკებების სამი პრინციპი გაუზიარა – პროცესის ინკლუზიურობა, ანუ ყველა მხარის მონაწილეობა, გამჭვირვალობა და არავითარი წინაპირობები.
ყველა ახალი ამბავი
0