https://sputnik-georgia.com/20211217/rodis-daabruneben-saakashvils-rustavis-cixeshi-bregazis-ganmarteba-262954489.html
როდის დააბრუნებენ სააკაშვილს რუსთავის ციხეში: იუსტიციის მინისტრის განმარტება
როდის დააბრუნებენ სააკაშვილს რუსთავის ციხეში: იუსტიციის მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არცერთი ადამიანი, მათ შორის, ექს–პრეზიდენტი პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს. 17.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-17T22:51+0400
2021-12-17T22:51+0400
2021-12-17T22:51+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_1298:0:4528:1817_1920x0_80_0_0_f612ce80fd01b5ed2746c038816bba94.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის №12 დაწესებულებაში მაშინ დააბრუნებენ, როგორც კი იუსტიციის სამინისტრო შესაბამის სამედიცინო დასკვნას და მედპერსონალის თანხმობას მიიღებს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.სააკაშვილი ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს, თბილისში დაკავების შემდეგ, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.როგორც მინისტრმა აღნიშნა, არცერთი ადამიანი, მათ შორის, ექს–პრეზიდენტი პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს.„ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მე-11 მუხლის თანახმადაც ყველა ადამიანი თანასწორია სამართლის წინაშე და შესაბამისად, განსხვავებული მიდგომა ვერ გვექნება ვერავისთან მისი ყოფილი სტატუსიდან გამომდინარე, ვინც არ უნდა იყოს, ყოფილი პრეზინდეტი თუ ნებისმიერი თანამდებობის პირი ამ ქვეყანაში, ყველა არის კანონის წინაშე თანასწორი“, – განაცხადა ბრეგაძემ. მისი თქმით, თუ სააკაშვილის, როგორც მსჯავრდებულის უფლებები იქნება დარღვეული, მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს.ამასთან, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა განხორციელდა პატიმრობის კოდექსის თანახმად და არ საჭიროებდა ექს–პრეზიდენტის თანხმობას.გარდა ამისა, მან უარყო სააკაშვილთან მიმართებით ფარმაკოლოგიური წამების შესახებ ბრალდებები და აღნიშნა, რომ ექიმები პროტოკოლის თანახმად მოქმედებდნენ.სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად აქვს გამოტანილი. კიდევ სამი საქმე სასამართლო წარმოებაშია.
https://sputnik-georgia.com/20211125/rogoria-saakasvilis-samedicino-mdgomareoba-ombudsmenos-eqspertta-jgufis-daskvna-262376907.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_2105:0:4528:1817_1920x0_80_0_0_a12d2f42ff0f3d586ba3a16b1645f74a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, საქართველოს პარლამენტი
როდის დააბრუნებენ სააკაშვილს რუსთავის ციხეში: იუსტიციის მინისტრის განმარტება
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არცერთი ადამიანი, მათ შორის, ექს–პრეზიდენტი პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის №12 დაწესებულებაში მაშინ დააბრუნებენ, როგორც კი იუსტიციის სამინისტრო შესაბამის სამედიცინო დასკვნას და მედპერსონალის თანხმობას მიიღებს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
სააკაშვილი ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გლდანის ციხის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს, თბილისში დაკავების შემდეგ, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება შესაბიმისი სამედიცინო დასკვნა და სამედიცინო პერსონალის თანხმობა, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის N12 დაწესებულებაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არცერთი ადამიანი, მათ შორის, ექს–პრეზიდენტი პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს.
„ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მე-11 მუხლის თანახმადაც ყველა ადამიანი თანასწორია სამართლის წინაშე და შესაბამისად, განსხვავებული მიდგომა ვერ გვექნება ვერავისთან მისი ყოფილი სტატუსიდან გამომდინარე, ვინც არ უნდა იყოს, ყოფილი პრეზინდეტი თუ ნებისმიერი თანამდებობის პირი ამ ქვეყანაში, ყველა არის კანონის წინაშე თანასწორი“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, თუ სააკაშვილის, როგორც მსჯავრდებულის უფლებები იქნება დარღვეული, მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა განხორციელდა პატიმრობის კოდექსის თანახმად და არ საჭიროებდა ექს–პრეზიდენტის თანხმობას.
გარდა ამისა, მან უარყო სააკაშვილთან მიმართებით ფარმაკოლოგიური წამების შესახებ ბრალდებები და აღნიშნა, რომ ექიმები პროტოკოლის თანახმად მოქმედებდნენ.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად აქვს გამოტანილი. კიდევ სამი საქმე სასამართლო წარმოებაშია.