https://sputnik-georgia.com/20211125/rogoria-saakasvilis-samedicino-mdgomareoba-ombudsmenos-eqspertta-jgufis-daskvna-262376907.html
როგორია სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა: ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა
როგორია სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა: ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა
Sputnik საქართველო
შიმშილობის შეწყვეტიდან მეხუთე დღეს ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ დაბნეულობა და სისუსტე რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს... 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T21:58+0400
2021-11-25T21:58+0400
2021-11-25T21:58+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/16/262280712_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_82a93282680e498435bdd5df35831fb5.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.ექსპერტთა ჯგუფის წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 23 ნოემბერს შეხვდნენ. ეს ამ კონსილიუმის მესამე შეხვედრაა ექს-პრეზიდენტთან. სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში 20 ნოემბრიდან იმყოფება.ექსპერტთა ჯგუფმა პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, ექიმები პაციენტის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ კვლავ შეინიშნება სისუსტე და წონასწორობის დარღვევა.ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოკვეთილი ძირითადი საკითხებია:ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციით, შესაბამისი დიაგნოზის დასმის, ფსიქოთერაპიის კურსისა, ფარმაკოლოგიური მკურნალობის განსაზღვრისა და რეაბილიტაციის პროცესის ადეკვატურად წარმართვისთვის მკურნალობის პროცესში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უნდა ჩაერთონ. ვიტამინების დეფიციტისათვის უნდა გაგრძელდეს მულტივიტამინები, ასევე, საჭიროა ფიზიკური რეაბილიტაცია.მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა ექიმთა სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემაც. მისი განცხადებით, „კრიტიკული პერიოდი გავლილია და ახლა არის კვების გაფართოების რეჟიმი“.გიორგაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით არანაირი გართულება არ ყოფილა, საერთო ცილა ნორმის ფარგლებშია, ასევე ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე მოდის ნორმაში, გაფართოვდა კვების რაციონი და კალორაჟიც.მიხეილ სააკაშვილი ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. მან 50-დღიანი შიმშილობა შაბათს ღამით გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე შეწყვიტა.მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ ექს-პრეზიდენტს დააბრუნებენ რუსთავის ციხეში, სადაც სააკაშვილი სისხლის სამართლის ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობის მოხდას გააგრძელებს. ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან – მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან.არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ განიხილება სამი საქმე, ერთ-ერთზე მაქსიმალური სასჯელი 9 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20211125/tikaraze-ar-aris-sawiroeba-rom-saakasvilma-ucxoetsi-gaagrzelos-mkurnaloba-262370364.html
https://sputnik-georgia.com/20211125/karl-harceli-mnisvnelovania-saakasvili-sasamartlos-daeswros-262361983.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/16/262280712_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_38fd9e34f1e6360d87f3ab1b2088b7f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
როგორია სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა: ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა
შიმშილობის შეწყვეტიდან მეხუთე დღეს ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ დაბნეულობა და სისუსტე რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს. არ არის გამორიცხული, რომ მზერის პარეზის სრული აღდგენა არ მოხდეს, აცხადებენ ექიმები
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.
ექსპერტთა ჯგუფის წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 23 ნოემბერს შეხვდნენ. ეს ამ კონსილიუმის მესამე შეხვედრაა ექს-პრეზიდენტთან. სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში 20 ნოემბრიდან იმყოფება.
ექსპერტთა ჯგუფმა პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ
დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, ექიმები პაციენტის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ კვლავ შეინიშნება სისუსტე და წონასწორობის დარღვევა.
ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოკვეთილი ძირითადი საკითხებია:
სისხლში ფოსფატის დონე შემცირებულია
ვერნიკეს ენცეფალოპათია ამ ეტაპზე არ პროგრესირებს
თავის კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევა რაიმე აბნორმალურს არ მიუთითებს.
„ვერნიკეს ენცეფალოპათიის პროგნოზის მხრივ, მზერის პარეზი მოსალოდნელია რომ მალევე აღდგეს, ვესტიბულური დისფუნქცია 2 კვირის განმავლობაში გაუმჯობესდეს. თუმცა, დაბნეულობა და სისუსტე რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს. არ არის გამორიცხული, რომ მზერის პარეზის სრული აღდგენა არ მოხდეს. სინდრომის მკურნალობა ამ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, მდგომარეობის ადეკვატურია“, - აღნიშნულია დასკვნაში.
ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციით, შესაბამისი დიაგნოზის დასმის, ფსიქოთერაპიის კურსისა, ფარმაკოლოგიური მკურნალობის განსაზღვრისა და რეაბილიტაციის პროცესის ადეკვატურად წარმართვისთვის მკურნალობის პროცესში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უნდა ჩაერთონ. ვიტამინების დეფიციტისათვის უნდა გაგრძელდეს მულტივიტამინები, ასევე, საჭიროა ფიზიკური რეაბილიტაცია.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა ექიმთა სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემაც. მისი განცხადებით, „კრიტიკული პერიოდი გავლილია და ახლა არის კვების გაფართოების რეჟიმი“.
გიორგაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით არანაირი გართულება არ ყოფილა, საერთო ცილა ნორმის ფარგლებშია, ასევე ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე მოდის ნორმაში, გაფართოვდა კვების რაციონი და კალორაჟიც.
მიხეილ სააკაშვილი ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. მან 50-დღიანი შიმშილობა შაბათს ღამით გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე შეწყვიტა.
მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ ექს-პრეზიდენტს დააბრუნებენ რუსთავის ციხეში, სადაც სააკაშვილი სისხლის სამართლის ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობის მოხდას გააგრძელებს. ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან – მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ განიხილება სამი საქმე, ერთ-ერთზე მაქსიმალური სასჯელი 9 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.