https://sputnik-georgia.com/20211125/tikaraze-ar-aris-sawiroeba-rom-saakasvilma-ucxoetsi-gaagrzelos-mkurnaloba-262370364.html
ტიკარაძე: ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, რომ სააკაშვილმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა
ტიკარაძე: ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, რომ სააკაშვილმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა
Sputnik საქართველო
სააკაშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის. ის ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც ციხის საავადმყოფოდან შიმშილობის 50 დღის შემდეგ... 25.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-25T18:18+0400
2021-11-25T18:18+0400
2021-11-25T18:18+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/01/250219395_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_b9d6291b0107d348894e218a21a67122.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება ამ ეტაპზე გაცილებით გაუმჯობესებულია.მიხეილ სააკაშვილი ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. მან 50-დღიანი შიმშილობა შაბათს ღამით გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე შეწყვიტა.ჯანდაცვის მინისტრი ვერ ხედავს იმის საჭიროებას, რომ ექს-პრეზიდენტმა მკურნალობა უცხოეთში გააგრძელოს.მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებითი, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობილი პროტოკოლი, რომლის მიხედვით მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის კურსი.მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ ექს-პრეზიდენტს დააბრუნებენ რუსთავის ციხეში, სადაც სააკაშვილი სისხლის სამართლის ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობის მოხდას გააგრძელებს. ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან – მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან.არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ განიხილება სამი საქმე, ერთ-ერთზე მაქსიმალური სასჯელი 9 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20211123/simsilobis-semdeg-saakasvili-tavidan-swavlobs-siaruls-262310253.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/01/250219395_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_a4cb9cd875a4f18f1953088d8c2a58bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
ტიკარაძე: ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, რომ სააკაშვილმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა
სააკაშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის. ის ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც ციხის საავადმყოფოდან შიმშილობის 50 დღის შემდეგ გადაიყვანეს.
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება ამ ეტაპზე გაცილებით გაუმჯობესებულია.
მიხეილ სააკაშვილი ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. მან 50-დღიანი შიმშილობა შაბათს ღამით გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე შეწყვიტა.
ჯანდაცვის მინისტრი ვერ ხედავს იმის საჭიროებას, რომ ექს-პრეზიდენტმა მკურნალობა უცხოეთში გააგრძელოს.
„პაციენტი დღესღეობით მკურნალობს თერაპიულ საწოლზე, თერაპიული კოდით. ჩვენს ექიმებს აქვთ სრული გამოცდილება იმისა, თუ როგორ უნდა მართონ მსგავსი პაციენტი. მას ჰყავს რამდენიმე მკურნალი ექიმი და ჩემთვის გაცილებით უფრო კომპეტენტური იქნება ამ ექიმების შეფასება და რეკომენდაცია და არა მათი, რომლებსაც ერთხელაც არ ჰყავთ პაციენტი ნანახი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებითი, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობილი პროტოკოლი, რომლის მიხედვით მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის კურსი.
მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ ექს-პრეზიდენტს დააბრუნებენ რუსთავის ციხეში, სადაც სააკაშვილი სისხლის სამართლის ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობის მოხდას გააგრძელებს. ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან – მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან.
არ არის გამორიცხული, რომ ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადა გაიზარდოს. ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ განიხილება სამი საქმე, ერთ-ერთზე მაქსიმალური სასჯელი 9 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.