https://sputnik-georgia.com/20211217/parlamentis-sashemodgomo-sesia-daixura-262956374.html
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
Sputnik საქართველო
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება 17.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-17T23:58+0400
2021-12-17T23:58+0400
2021-12-18T00:48+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322258_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_abfad08c2530f59d959a5bf0b0032625.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, თუმცა დეპუტატები მუშაობას იანვრამდე გააგრძელებენ.პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს სახელმწიფო ჰიმნით იხურება.თუმცა, ვიცე–სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს. მისი თქმით, რიგგარეშე სესია მომავალ კვირას გაიხსნება და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.რიგგარეშე სესიის მოწვევის მიზეზი ქვეყნისთვის რიგი მნიშვნელოვანი კანონპროექტების მიღების აუცილებლობაა.რიგგარეშე სესიის დასრულების შემდეგ დეპუტატებს თებერვლამდე „არდადეგები“ ექნებათ.
https://sputnik-georgia.com/20211129/satamaso-bizness-axal-regulaciebs-uweseben-finansta-ministris-ganmarteba-262464144.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322258_439:318:2745:2048_1920x0_80_0_0_548476c2d41761088470d581a15c06bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
23:58 17.12.2021 (განახლებულია: 00:48 18.12.2021) პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა, თუმცა დეპუტატები მუშაობას იანვრამდე გააგრძელებენ.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს სახელმწიფო ჰიმნით იხურება.
თუმცა, ვიცე–სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს.
მისი თქმით, რიგგარეშე სესია მომავალ კვირას გაიხსნება და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
რიგგარეშე სესიის მოწვევის მიზეზი ქვეყნისთვის რიგი მნიშვნელოვანი კანონპროექტების მიღების აუცილებლობაა.
რიგგარეშე სესიის დასრულების შემდეგ დეპუტატებს თებერვლამდე „არდადეგები“ ექნებათ.