https://sputnik-georgia.com/20211217/finansta-saministros-sagamoziebo-samsaxurma-gamozieba-daiwyo-262955914.html
აშშ–ის სანქციები: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
აშშ–ის სანქციები: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
კომპანიები „შავ სიაში" ამერიკული საქონლის ირანის სამხედრო პროგრამებისთვის გადაგზავნის ან გადაგზავნის მცდელობის გამო შეიყვანეს. 17.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-17T23:10+0400
2021-12-17T23:10+0400
2021-12-17T23:10+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877448_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_23ff7e7826ffee9eca60e45330bf281c.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აშშ–ის ვაჭრობის სამინისტროს მიერ სამი ქართული კომპანიის „შავ სიაში“ შეყვანის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოძიება დაიწყო.უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ–ის მუხლებით – „საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა“, „განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება“ და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“.უწყების ცნობით, მოცემულ მომენტში საქმის დეტალების დადგენის მიზნით საგამოძიებო პროცედურები ტარდება. საქართველოდან სამი კომპანია მოხვდა იმ კომპანიების „შავ სიაში", რომლებიც ეწინააღმდეგებიან აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ან სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს. სიაში მოხვდნენ კომპანიები Gensis Engineering, ROV Solutions დაSAEROS Safety ERO Company. მათ ფაქტობრივად აეკრძალათ ამერიკული გარკვეული ტიპის საქონლისა და ტექნოლოგიების შესყიდვა, რომლებზეც საექსპორტო კონტროლი მოქმედებს. კერძოდ, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მრეწველობისა და უშიშროების ბიურომ მათ მიმართ ზომები მიიღო „ამერიკული საქონლის ირანის სამხედრო პროგრამებისთვის გადაგზავნის ან გადაგზავნის მცდელობის გამო".კომპანია Gensis Engineering–ის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი საქართველოში ოპერირებს.კომპანია ROV Solutions 2012 წელს დაფუძნდა და მისი 100%–იანი წილის მფლობელი ვინმე ლევან კოტიაშვილია. რაც შეეხება SAEROS Safety ERO Company–ის, იგი 2013 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელი ვინმე ნინო ჯულაყიძეა. ფიზიკურ პირებზე რეგისტრირებულ ორივე კომპანიას ირაკლი კოტიაშვილი ხელმძღვანელობს.
https://sputnik-georgia.com/20211217/evrokavsirma-rusets-ekonomikuri-sanqciebi-gauxangrzliva-262928746.html
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259877448_261:0:2992:2048_1920x0_80_0_0_5191a51ca4095ce54b91dcdced68d88c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, აშშ
აშშ–ის სანქციები: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
კომპანიები „შავ სიაში" ამერიკული საქონლის ირანის სამხედრო პროგრამებისთვის გადაგზავნის ან გადაგზავნის მცდელობის გამო შეიყვანეს.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აშშ–ის ვაჭრობის სამინისტროს მიერ სამი ქართული კომპანიის „შავ სიაში“ შეყვანის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოძიება
დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ–ის მუხლებით – „საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა“, „განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება“ და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“.
„გამოძიებას საფუძვლად დაედო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა კომპანიის მიერ ხდება საბაჟო წესის დარღვევით საქონლის/ტვირთის ტრანსპორტირება, განხორციელებული ფინანსური ოპერაციები სრულად არ აისახება კომპანიების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში, რის შედეგადაც საბაჟო წესების დარღვევის გზით, ადგილი აქვს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადებისათვის თავის არიდებას, ასევე შემდგომში, სხვადასხვა დანაშაულებრივი გზით, ხდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოცემულ მომენტში საქმის დეტალების დადგენის მიზნით საგამოძიებო პროცედურები ტარდება.
საქართველოდან სამი კომპანია მოხვდა იმ კომპანიების „შავ სიაში", რომლებიც ეწინააღმდეგებიან აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ან სახელმწიფო უშიშროების ინტერესებს. სიაში მოხვდნენ კომპანიები Gensis Engineering, ROV Solutions დაSAEROS Safety ERO Company. მათ ფაქტობრივად აეკრძალათ ამერიკული გარკვეული ტიპის საქონლისა და ტექნოლოგიების შესყიდვა, რომლებზეც საექსპორტო კონტროლი მოქმედებს. კერძოდ, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მრეწველობისა და უშიშროების ბიურომ მათ მიმართ ზომები მიიღო „ამერიკული საქონლის ირანის სამხედრო პროგრამებისთვის გადაგზავნის ან გადაგზავნის მცდელობის გამო".
კომპანია Gensis Engineering–ის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი საქართველოში ოპერირებს.
კომპანია ROV Solutions 2012 წელს დაფუძნდა და მისი 100%–იანი წილის მფლობელი ვინმე ლევან კოტიაშვილია. რაც შეეხება SAEROS Safety ERO Company–ის, იგი 2013 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელი ვინმე ნინო ჯულაყიძეა. ფიზიკურ პირებზე რეგისტრირებულ ორივე კომპანიას ირაკლი კოტიაშვილი ხელმძღვანელობს.