https://sputnik-georgia.com/20211216/yelis-tkivili-ra-daavadebebze-metyvelebs-262919161.html
არა მარტო გაციება: რა დაავადებებზე მიანიშნებს ყელის ტკივილი
არა მარტო გაციება: რა დაავადებებზე მიანიშნებს ყელის ტკივილი
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ზამთრის დადგომასთან ერთად ხშირდება ყელის ტკივილის შემთხვევები, რაც შეიძლება იმაზე უფრო სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს, ვიდრე... 16.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-16T17:45+0400
2021-12-16T17:45+0400
2021-12-16T22:28+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262919629_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_bc77b3ef361e92ec896d0611e07ce745.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ზამთრის დადგომასთან ერთად ხშირდება ყელის ტკივილის შემთხვევები, რაც შეიძლება იმაზე უფრო სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს, ვიდრე გაციება ან თამბაქოს მოწევით გამოწვეული დისკომფორტია, წერს გამოცემა The Sun სპეციალისტებზე დაყრდნობით.ექიმების თქმით, ყელის ტკივილს, თუ ის გაციებით ან ანგინითაა გამოწვეული, ორგანიზმი ერთი კვირის განმავლობაში უმკლავდება. მაგრამ როდესაც ტკივილი დიდი ხნის განმავლობაში არ გადის, ჩვეულებრივი სამკურნალო პრეპარატები კი საჭირო ეფექტს არ იძლევა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.საქმე ისაა, რომ ყელის ხანგრძლივად ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:პარატონზილური აბსცესი — პირის ღრუს ჩირქოვანი ანთებითი პროცესი, რომელსაც მწვავე მიმდინარეობა ახასიათებს. ეს მდგომარეობა შესაძლოა სასიკვდილოც კი გამოდგეს, ვინაიდან სასუნთქი გზების გადაკეტვა შეუძლია.პარატონზილური აბსცესის თვითმკურნალობა, გარდა იმისა, რომ დაუშვებელია, შეუძლებელიცაა. ექიმმა ჩირქი სპეციალური ნემსით უნდა ამოაშროს, რათა პაციენტს სასუნთქი გზების ბლოკირება ააცილოს თავიდან და ამასთან არ დაუშვას ბაქტერიების კუჭში მოხვედრა.აღსანიშნავია, რომ პარატონზილური აბსცესი სასის ცალ მხარეს ჩნდება კვანძის სახით.სიმსივნე — როგორც ოტოლარინგოლოგები ამბობენ, ყელის ტკივილი არცთუ იშვიათად მიანიშნებს ონკოლოგიურ დაავადებაზე, თუმცა ამის დადგენა მხოლოდ ექიმს შეუძლია. პაციენტს უტარდება ლარინგოსკოპია, რა დროსაც ცხვირიდან ან პირიდან მცირე კამერა შეჰყავთ ხორხსა და საყლაპავში პოლიპების, სიმსივნეებისა თუ სხვა წარმონაქმნების გამოსავლენად.COVID-19 — დაავადება, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით სიცოცხლე მიაქვს. თუ ყელის ტკივილი არ გადის, ნუ დაიმშვიდებთ თავს, რომ ეს COVID-ის მაუწყებელი იმ მიზეზით არ იქნება, რომ უკვე აცრილი ხართ. უკვე დადგენილია, რომ ეს ვერაგი ვირუსი ვაქცინირებულებსაც ემართებათ.
https://sputnik-georgia.com/20210616/yelis-tkivili-mkurnaloba-wamlebis-gareSe-252040659.html
https://sputnik-georgia.com/20201015/daavadebebi-romlebzec-civi-fexebi-metyvelebs-249713737.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262919629_155:0:2886:2048_1920x0_80_0_0_a7a4269b06a6ad357fa29d435f050517.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ზამთრის დადგომასთან ერთად ხშირდება ყელის ტკივილის შემთხვევები, რაც შეიძლება იმაზე უფრო სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს, ვიდრე გაციება ან თამბაქოს მოწევით გამოწვეული დისკომფორტია, წერს გამოცემა
The Sun სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ექიმების თქმით, ყელის ტკივილს, თუ ის გაციებით ან ანგინითაა გამოწვეული, ორგანიზმი ერთი კვირის განმავლობაში უმკლავდება. მაგრამ როდესაც ტკივილი დიდი ხნის განმავლობაში არ გადის, ჩვეულებრივი სამკურნალო პრეპარატები კი საჭირო ეფექტს არ იძლევა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
საქმე ისაა, რომ ყელის ხანგრძლივად ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:
პარატონზილური აბსცესი — პირის ღრუს ჩირქოვანი ანთებითი პროცესი, რომელსაც მწვავე მიმდინარეობა ახასიათებს. ეს მდგომარეობა შესაძლოა სასიკვდილოც კი გამოდგეს, ვინაიდან სასუნთქი გზების გადაკეტვა შეუძლია.
პარატონზილური აბსცესის თვითმკურნალობა, გარდა იმისა, რომ დაუშვებელია, შეუძლებელიცაა. ექიმმა ჩირქი სპეციალური ნემსით უნდა ამოაშროს, რათა პაციენტს სასუნთქი გზების ბლოკირება ააცილოს თავიდან და ამასთან არ დაუშვას ბაქტერიების კუჭში მოხვედრა.
აღსანიშნავია, რომ პარატონზილური აბსცესი სასის ცალ მხარეს ჩნდება კვანძის სახით.
სიმსივნე — როგორც ოტოლარინგოლოგები ამბობენ, ყელის ტკივილი არცთუ იშვიათად მიანიშნებს ონკოლოგიურ დაავადებაზე, თუმცა ამის დადგენა მხოლოდ ექიმს შეუძლია.
პაციენტს უტარდება ლარინგოსკოპია, რა დროსაც ცხვირიდან ან პირიდან მცირე კამერა შეჰყავთ ხორხსა და საყლაპავში პოლიპების, სიმსივნეებისა თუ სხვა წარმონაქმნების გამოსავლენად.
COVID-19 — დაავადება, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით სიცოცხლე მიაქვს. თუ ყელის ტკივილი არ გადის, ნუ დაიმშვიდებთ თავს, რომ ეს COVID-ის მაუწყებელი იმ მიზეზით არ იქნება, რომ უკვე აცრილი ხართ. უკვე დადგენილია, რომ ეს ვერაგი ვირუსი ვაქცინირებულებსაც ემართებათ.