„თელმიკო“ მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადადის

© Pixabay / Beganeსანათი
სანათი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
თბილისელები ელექტროენერგიის ქვითარს ახალი წლიდან ყოველი თვის დასაწყისში მიიღებენ.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. თბილისში ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელმიკოს“ ყველა აბონენტი 2022 წლიდან ელექტროენერგიის ქვითარს ყოველი თვის დასაწყისში მიიღებს – კომპანია მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადადის. ამის შესახებ „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების სამსახურის უფროსმა თეა ნოზაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამით კომპანია ასრულებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას და ახლა ყველა აბონენტს ქვითრები ერთსა და იმავე დროს – თვის დასაწყისში მიუვა.
კომპანია თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
დაითვალეთ სწორად – თბილისში ორმა ენერგოკომპანიამ გაფრთხილება მიიღო
რიგითმა აბონენტებმა ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადონ ყოველი თვის 15 რიცხვამდე, პენსიონერებმა – 16 რიცხვამდე, ხოლო სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ყოველი თვის 22 რიცხვამდე შეძლებენ.
„მოსახლეობის ამ ჯგუფებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადა პენსიისა და სოციალური დახმარების მიღების ვადებზე იქნება მორგებული“, – განაცხადა ნოზაძემ.
პირველად მრიცხველების ერთიანი წაკითხვა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს განხორციელდება. შესაბამისად, დეკემბერი – გარდამავალი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც „თელმიკოს" აბონენტების ნაწილი ერთის ნაცვლად ორ ქვითარს მიიღებს.
„პირველ ქვითარს მომხმარებლები ჩვეულ დროს მიიღებენ და მასში ასახული იქნება ელექტროენერგიის წინა თვის გადასახადი, ანუ ნოემბერის და ნაწილობრივ დეკემბერის. მეორე ქვითარს აბონენტები მიიღებენ დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში და მასში ასახული იქნება დეკემბრის დარჩენილი დღეების გადასახადი“, – განაცხადა თეა ნოზაძემ.
სემეკი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
„თელმიკომ“ და „თელასმა“ მომხმარებლებზე ზედმეტად დარიცხული თანხები უნდა დააკორექტირონ
გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის აბონენტები, რომლებიც სტანდარტულად თვის ბოლოს იღებენ ქვითარს, მათთან მხოლოდ ერთი ქვითარი მივა იანვრის დასაწყისში და მასში ასახული იქნება დეკემბრის თვის გადასახადი.
მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება კომპანიაში მიიღეს სემეკის მითითების საფუძველზე. რადგან პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველთა პენსიებისა და შემწეობების დარიგების დრო არ ემთხვეოდა „თელმიკოს“ ქვითრების მიღების პერიოდს, ამ კატეგორიის მოქალაქეებს უჭირდათ ამ გადასახადების დროულად გადახდა. აღნიშნული ცვლილებით კი ეს პრობლემა მოგვარდება.
კომპანია „თელმიკომ“ კომპანია „თელასი“ ჩაანაცვლა და თბილისში ფუნქციონირება 1 ივლისიდან დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0