https://sputnik-georgia.com/20210817/Telmiko-Telasi-Tanxebi-dakoreqtireba-252605767.html
„თელმიკომ“ და „თელასმა“ მომხმარებლებზე ზედმეტად დარიცხული თანხები უნდა დააკორექტირონ
„თელმიკომ“ და „თელასმა“ მომხმარებლებზე ზედმეტად დარიცხული თანხები უნდა დააკორექტირონ
Sputnik საქართველო
სემეკი მოუწოდებს „თელასისა“ და „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ აბონენტებს, კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ... 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T16:02+0400
2021-08-17T16:02+0400
2021-10-19T18:03+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/15/238921581_0:0:1999:1130_1920x0_80_0_0_951eff810f931de16b713bae29f7af0f.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიასა“ („თელმიკო“) და „თელასს“ მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაავალა, ნათქვამია სემეკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.2021 წლის 1 ივლისიდან თბილისში „თელასის” ნაცვლად მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას „თელმიკო“ აწვდის. „თელასს“ დაევალა 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ხარჯების დაფიქსირება და მომხმარებლებისთვის შესაბამისი ქვითრების წარდგენა.რამდენიმე დღის წინ სემეკმა „თელმიკო“ 75 ათასი ლარით, ხოლო „თელასი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა.კომპანიების დაჯარიმების მიზეზი თბილისში აბონენტებზე ელექტროენერგიის გადასახადის სისტემურად არაზუსტად განხორციელებული დარიცხვები გახდა.„თელმიკოსა“ და „თელასის“ მიერ მოქალაქეთა უფლებების დარღვევის შესახებ სემეკში არაერთი საჩივარი შევიდა, რომლებიც უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვას.კომისიის გადაწყვეტილებით, „თელასისა“ და „თელმიკოს“ მიერ ივნისსა და ივლისში აბონენტებზე დარიცხული თანხები მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, გარდა იმ დარიცხვებისა, რომელთა კორექტირება უკვე განხორციელდა.კომპანიებს დაევალათ – აბონენტებზე დარიცხვები განახორციელონ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი საფეხურის ტარიფით, ასევე უნდა უზრუნველყონ გადაანგარიშების შედეგად მომხმარებლების მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა მათ სააბონენტო ბარათებზე.„ერთი თვის ვადაში კომპანიებმა სემეკში უნდა წარადგინონ დარიცხვების გადაანგარიშების თაობაზე ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე“, – აღნიშნავენ უწყებაში.სემეკი მოუწოდებს „თელასისა“ და „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ აბონენტებს, კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ-ცენტრის ნომერზე - 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან Facebook-ზე სემეკის გვერდის საშუალებით.
https://sputnik-georgia.com/20210812/semekma-GWP-Telasi-Telmiko-daajarima-252566464.html
https://sputnik-georgia.com/20210730/semeki-Telmikos-winaaRmdeg-saCivrebs-ganixilavs-252466806.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/15/238921581_0:0:1999:1258_1920x0_80_0_0_5bb46828e1fc55b9cec5991614d974e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
„თელმიკომ“ და „თელასმა“ მომხმარებლებზე ზედმეტად დარიცხული თანხები უნდა დააკორექტირონ
16:02 17.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) სემეკი მოუწოდებს „თელასისა“ და „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ აბონენტებს, კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ კომისიას.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა) „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიასა“ („თელმიკო“) და „თელასს“ მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაავალა, ნათქვამია სემეკის გვერდზე გავრცელებულ
ინფორმაციაში.
2021 წლის 1 ივლისიდან თბილისში „თელასის” ნაცვლად მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას „თელმიკო“ აწვდის. „თელასს“ დაევალა 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ხარჯების დაფიქსირება და მომხმარებლებისთვის შესაბამისი ქვითრების წარდგენა.
რამდენიმე დღის წინ სემეკმა „თელმიკო“ 75 ათასი ლარით, ხოლო „თელასი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა.
კომპანიების დაჯარიმების მიზეზი თბილისში აბონენტებზე ელექტროენერგიის გადასახადის სისტემურად არაზუსტად განხორციელებული დარიცხვები გახდა.
„თელმიკოსა“ და „თელასის“ მიერ მოქალაქეთა უფლებების დარღვევის შესახებ სემეკში არაერთი საჩივარი შევიდა, რომლებიც უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვას.
კომისიის გადაწყვეტილებით, „თელასისა“ და „თელმიკოს“ მიერ ივნისსა და ივლისში აბონენტებზე დარიცხული თანხები მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, გარდა იმ დარიცხვებისა, რომელთა კორექტირება უკვე განხორციელდა.
კომპანიებს დაევალათ – აბონენტებზე დარიცხვები განახორციელონ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი საფეხურის ტარიფით, ასევე უნდა უზრუნველყონ გადაანგარიშების შედეგად მომხმარებლების მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა მათ სააბონენტო ბარათებზე.
„ერთი თვის ვადაში კომპანიებმა სემეკში უნდა წარადგინონ დარიცხვების გადაანგარიშების თაობაზე ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე“, – აღნიშნავენ უწყებაში.
სემეკი მოუწოდებს „თელასისა“ და „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ აბონენტებს, კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ-ცენტრის ნომერზე - 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან Facebook-ზე სემეკის გვერდის საშუალებით.