https://sputnik-georgia.com/20210730/semeki-Telmikos-winaaRmdeg-saCivrebs-ganixilavs-252466806.html
„თელმიკოს“ არასწორი დარიცხვები: სემეკი კომპანიის წინააღმდეგ საჩივრებს განიხილავს
„თელმიკოს“ არასწორი დარიცხვები: სემეკი კომპანიის წინააღმდეგ საჩივრებს განიხილავს
Sputnik საქართველო
სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პირველადმა მოკვლევამ „თელმიკოს“ მიერ დადგენილი წესისა და რეგულაციების დარღვევა და არასწორი დარიცხვები გამოავლინა. 30.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-30T22:11+0400
2021-07-30T22:11+0400
2021-10-19T18:02+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/09/238920927_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_e10f0803bad817a7edafc3cea4bcd550.jpg
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) კომპანია „თელმიკოს“ წინააღმდეგ რამდენიმე ათეული საჩივარია შემოსული, განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.მისი თქმით, სემეკს 50-მდე მოქალაქემ მიმართა თხოვნით, შეესწავლათ „თელმიკოს“ მიერ ივლისში აბონენტებისთვის დარიცხული თანხები. კომისიის სხდომა, რომელზეც აღნიშნულ საჩივრებს განიხილავენ, 12 აგვისტოს გაიმართება. როგორც ნარმანიამ განმარტა, თუ საკითხის მასშტაბურობა დადასტურდება, სემეკის რეაგირება იქნება უმკაცრესი და „თელმიკოს“ მიმართ მაქსიმალურ ფინანსურ სანქციებს გამოიყენებს.სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, პირველადმა მოკვლევამ მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი წესისა და რეგულაციების უგულებელყოფა და არასწორი დარიცხვები გამოავლინა.მისი თქმით, თუ კომპანიამ შეცდომები განმეორებით დაუშვა, ჯარიმებიც გაორმაგდება. მისი განმარტებით, კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური ჯარიმა არის 75 ათასი ლარი.როგორ გადაიხდიან „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტები დავალიანებას>>2021 წლის 1 ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები შეიცვალა. „თბილისში „თელასის” ნაცვლად მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას აწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ („თელმიკო“), ხოლო რეგიონებში „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად — „ეპ ჯორჯია“.
https://sputnik-georgia.com/20210709/Telmikos-gadasaxadebi-Seswordeba-252267426.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/09/238920927_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_3e230469c37b455f456917a730b74725.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
„თელმიკოს“ არასწორი დარიცხვები: სემეკი კომპანიის წინააღმდეგ საჩივრებს განიხილავს
22:11 30.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პირველადმა მოკვლევამ „თელმიკოს“ მიერ დადგენილი წესისა და რეგულაციების დარღვევა და არასწორი დარიცხვები გამოავლინა.
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) კომპანია „თელმიკოს“ წინააღმდეგ რამდენიმე ათეული საჩივარია შემოსული, განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, სემეკს 50-მდე მოქალაქემ მიმართა თხოვნით, შეესწავლათ „თელმიკოს“ მიერ ივლისში აბონენტებისთვის დარიცხული თანხები. კომისიის სხდომა, რომელზეც აღნიშნულ საჩივრებს განიხილავენ, 12 აგვისტოს გაიმართება.
როგორც ნარმანიამ განმარტა, თუ საკითხის მასშტაბურობა დადასტურდება, სემეკის რეაგირება იქნება უმკაცრესი და „თელმიკოს“ მიმართ მაქსიმალურ ფინანსურ სანქციებს გამოიყენებს.
„ზოგიერთ ნაწილში იკვეთება თანხების არასწორი დარიცხვა, საიდან გამომდინარეც, ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურზე მოხდა მომხმარებელთა გადაყვანა და, შესაბამისად, უფრო მაღალი დაანგარიშება კომპანიის მიერ“, — აღნიშნა ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, პირველადმა მოკვლევამ მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი წესისა და რეგულაციების უგულებელყოფა და არასწორი დარიცხვები გამოავლინა.
- „როგორც ჩანს, „თელმიკომ“ გარკვეული შეცდომები დაუშვა და ჩვენ მათ დავავალებთ, რომ იმ ნახევარ მილიონამდე აბონენტის, რომელიც თბილისში გვყავს, დარიცხვებს გადახედოს და... სადაც კი არასწორად არის დარიცხვები, დააკორექტიროს“, — აღნიშნა ნარმანიამ.
მისი თქმით, თუ კომპანიამ შეცდომები განმეორებით დაუშვა, ჯარიმებიც გაორმაგდება. მისი განმარტებით, კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური ჯარიმა არის 75 ათასი ლარი.
2021 წლის 1 ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები შეიცვალა. „თბილისში „თელასის” ნაცვლად მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას აწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ („თელმიკო“), ხოლო რეგიონებში „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად — „ეპ ჯორჯია“.