თუ „თელმიკომ“ ზედმეტი თანხა დაგარიცხათ: სემეკი განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerბრა
ბრა - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
სემეკს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის („თელმიკო“) მიერ ივლისში აბონენტებზე დარიცხული გადასახადის შესწავლის მოთხოვნით უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ („თელმიკო“) მიერ აბონენტებისთვის ზედმეტად დარიცხული თანხები შესწორდება, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თელასის სარემონტო ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
საქართველოში ელექტროქსელების აბონენტები ივლისში ერთის ნაცვლად ორ ქვითარს მიიღებენ
როგორც ირკვევა, სემეკს უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა თხოვნით, შეესწავლათ „თელმიკოს“ მიერ ივლისში აბონენტებისთვის დარიცხული თანხები.
„სემეკ-ში დაიწყო საკითხის აქტიური მოკვლევა და ზედმეტობით დარიცხული თანხების არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებს დაუკორექტირდებათ გადასახადი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებმა უკვე გადაიხადეს ზედმეტობით დარიცხული გადასახადი, დაკორექტირებული თანხა აისახება მათ სააბონენტო ბარათზე“, — განუმარტავს მოსახლეობას სემეკი.
კომისიაში ასევე აცხადებენ, რომ თუ მოკვლევამ ზედმეტობით დარიცხული თანხები დაადასტურა, სემეკი კომპანიის მიმართ მკაცრ ზომებს გაატარებს.  
  • „კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია კომპანიის მიერ მოქალაქეებზე გადასახადის ზედმეტობით დარიცხვა. აქვე კომისია „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ მოუწოდებს, გადაამოწმოს აბონენტებზე დარიცხული თანხების სისწორე“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომისია ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდნენ სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ნომერზე - 16 216. მოქალაქეებს სემეკთან დაკავშირება შეუძლიათ სოციალურ ქსელის მეშვეობით და ასევე ვებგვერდზე www.facebook.com.gnerc
აბონენტებს 1 ივლისიდან თბილისში „თელასის" ნაცვლად მოემსახურება „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" („თელმიკო"), ხოლო რეგიონების მოსახლეობას Energo-pro Georgia-ს ნაცვლად – „ეპ ჯორჯია“.
ყველა ახალი ამბავი
0