https://sputnik-georgia.com/20210701/saqarTveloSi-eleqtroqselebis-momxmareblebi-ivlisSi-erTos-nacvlad-or-qviTars-miiReben-252188568.html
საქართველოში ელექტროქსელების აბონენტები ივლისში ერთის ნაცვლად ორ ქვითარს მიიღებენ
საქართველოში ელექტროქსელების აბონენტები ივლისში ერთის ნაცვლად ორ ქვითარს მიიღებენ
Sputnik საქართველო
ელექტროგამანაწილებელი კომპანიების რეფორმირებასთან დაკავშირებით გარდამავალ პერიოდში მომხმარებლები ორ ქვითარს მიიღებენ - ძველი და ახალი კომპანიისგან. 01.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-01T22:22+0400
2021-07-01T22:22+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24765/74/247657437_0:128:1368:898_1920x0_80_0_0_ff68e585ec2be2a2590fb6bdbf3c7b81.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოში ელექტროქსელების აბონენტები მიმდინარე თვეში ერთის ნაცვლად ორ ქვითარს მიიღებენ, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა სალომე ჯანელიძემ.აბონენტებს თბილისში „თელასის" ნაცვლად მოემსახურება „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" („თელმიკო"), ხოლო რეგიონების მოსახლეობას Energo-pro Georgia-ს ნაცვლად – „ეპ ჯორჯია". ეს ცვლილებები სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება.ჯანელიძის თქმით, ივლისში მომხმარებლები ერთ ქვითარს „თელასიდან“ 1 ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიისთვის მიიღებენ, მეორეს - „თელმიკოსგან“ 1 ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიისთვის.„ყველა მომხმარებელს უნდა ესმოდეს, რომ მათ ელექტრომომარაგებას არაფერი ემუქრება. ისინი ზუსტად ისევე იქნებიან უზრუნველყოფილი უწყვეტი ელექტრომომარაგებით, როგორც - ახლა. ამ მხრივ, მათთვის არაფერი შეიცვლება. მომხმარებლები ორ ქვითარს მიიღებენ მხოლოდ და მხოლოდ ამ თვეში, ეს არის გარდამავალი პერიოდი“, - განაცხადა სალომე ჯანელიძემ.საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი 1 იანვრიდან გაიზარდა. სემეკის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ კვტ/სთ–ზე გაიზარდა 3,5 თეთრით და 26.537 თეთრი შეადგინა ელექტროენერგიის დანახარჯის მიხედვით.
https://sputnik-georgia.com/20210629/varketilis-gldanisa-da-muxianis-mosaxleobas-gazis-taripi-uzvirdebat-252160609.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24765/74/247657437_0:0:1368:1026_1920x0_80_0_0_c88f2d12aa969673fba0d0619a3afd87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოში ელექტროქსელების აბონენტები ივლისში ერთის ნაცვლად ორ ქვითარს მიიღებენ
22:22 01.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) ელექტროგამანაწილებელი კომპანიების რეფორმირებასთან დაკავშირებით გარდამავალ პერიოდში მომხმარებლები ორ ქვითარს მიიღებენ - ძველი და ახალი კომპანიისგან.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოში ელექტროქსელების აბონენტები მიმდინარე თვეში ერთის ნაცვლად ორ ქვითარს მიიღებენ, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა სალომე ჯანელიძემ.
აბონენტებს თბილისში „თელასის" ნაცვლად მოემსახურება „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" („თელმიკო"), ხოლო რეგიონების მოსახლეობას Energo-pro Georgia-ს ნაცვლად – „ეპ ჯორჯია". ეს ცვლილებები სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება.
ჯანელიძის თქმით, ივლისში მომხმარებლები ერთ ქვითარს „თელასიდან“ 1 ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიისთვის მიიღებენ, მეორეს - „თელმიკოსგან“ 1 ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიისთვის.
„ყველა მომხმარებელს უნდა ესმოდეს, რომ მათ ელექტრომომარაგებას არაფერი ემუქრება. ისინი ზუსტად ისევე იქნებიან უზრუნველყოფილი უწყვეტი ელექტრომომარაგებით, როგორც - ახლა. ამ მხრივ, მათთვის არაფერი შეიცვლება. მომხმარებლები ორ ქვითარს მიიღებენ მხოლოდ და მხოლოდ ამ თვეში, ეს არის გარდამავალი პერიოდი“, - განაცხადა სალომე ჯანელიძემ.
საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი 1 იანვრიდან გაიზარდა. სემეკის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ კვტ/სთ–ზე გაიზარდა 3,5 თეთრით და 26.537 თეთრი შეადგინა ელექტროენერგიის დანახარჯის მიხედვით.