საქართველოში საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი გადავადდება

© Sputnik / STRINGERსაბავშვო ბაღში
საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ბაღების ავტორიზაციას, ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2022 წლიდან 2030 წლის 1 იანვრამდე გადავადდება – პარლამენტმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტმა კანონპროექტი 78 ხმით, ერთხმად მიიღო.
როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, ავტორიზაციის ვადის გადატანა მოხდება იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებს ავტორიზაციის პროცესის მოსამზადებლად გარკვეული დრო სჭირდებათ.
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
პარლამენტმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ბაღების ავტორიცაზიას, ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, უფრო გამოცდილი უწყება – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს, რომელიც ავტორიზაციის გასავლელად საჭირო კრიტერიუმებსა და პროცედურებს შეიმუშავებს.
2023 წელს შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, რომლის შევსების შემდეგ საბავშვო ბაღების დირექტორები შეიტყობენ, მოახერხებს თუ არა მათი სასწავლო დაწესებულება ავტორიზაციის გავლას. ხოლო უკვე 2024 წლიდან საბავშვო ბაღებს მათი საჭიროებების მიხედვით ზოგად სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანენ.
დღეისათვის საქართველოში დაახლოებით ათასი საბავშვო ბაღია და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0