თბილისში, მარნეულსა და ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, მარნეულსა და ზუგდიდში ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულების ასაკი 36 წლიდან 53 წლამდე მერყეობს. ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევია.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი პირი მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 30 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდა
სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ბრალდებული თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ერთ შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
ნარკოდანაშაულისთვის ორი პირია დაკავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ერთ-ერთი მათგანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 41 აბი „სუბოქსინი", სამ შეკვრად დაფასოებული „სუბოქსინის" აბის ნატეხები და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. მეორე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა ცხრა შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0