https://sputnik-georgia.com/20211216/rotsildebis-kompania-saqartvelos-finansuri-habis-seqmnasi-daexmareba-262924451.html
როტშილდების კომპანია საქართველოს ფინანსური ჰაბის შექმნაში დაეხმარება
როტშილდების კომპანია საქართველოს ფინანსური ჰაბის შექმნაში დაეხმარება
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს 16.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-16T22:11+0400
2021-12-16T22:11+0400
2021-12-17T00:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262922088_0:116:1280:836_1920x0_80_0_0_8a4c5dfd7b2d19f4098c0a554516d7eb.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი Rothschild & Co იმუშავებს რეგიონალურ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნის სტრატეგიაზე, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შესაბამის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და კომპანია Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს, არიელ მალარდ დე როტშილდს შორის ხელი დღეს ბრიუსელში მოეწერა.პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანიის მმართველ დირექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია შეიმუშავებს სტრატეგიას საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის მიზნით, ასევე იმუშავებს საქართველოში დამატებითი ფინანსური რესურსებისა და გრანტების მოზიდვის მიმართულებით.შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, რომელთა შეთავაზებას უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს მთავრობა გეგმავს. მათ შორისაა როგორც ფინანსური ცენტრების შექმნა, ასევე მსხვილი ტურისტული, ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები.Rothschild & Co ერთ-ერთი უმსხვილესი, დამოუკიდებელი ფინანსური ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262922088_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_d8f90e6bdd0dab02f8d8f246199da51d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
როტშილდების კომპანია საქართველოს ფინანსური ჰაბის შექმნაში დაეხმარება
22:11 16.12.2021 (განახლებულია: 00:08 17.12.2021) შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი Rothschild & Co იმუშავებს რეგიონალურ ფინანსურ ჰაბად საქართველოს გარდაქმნის სტრატეგიაზე, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
შესაბამის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და კომპანია Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს, არიელ მალარდ დე როტშილდს შორის ხელი დღეს ბრიუსელში მოეწერა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანიის მმართველ დირექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია შეიმუშავებს სტრატეგიას საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის მიზნით, ასევე იმუშავებს საქართველოში დამატებითი ფინანსური რესურსებისა და გრანტების მოზიდვის მიმართულებით.
„ჩვენ შევთანხმდით პრემიერ-მინისტრის აპარატთან, რომ გავუწევთ საქართველოს მთავრობას კონსულტაციებს რიგ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან, საქართველოში ფინანსური ცენტრის ჩამოყალიბებასთან, ასევე საქართველოსთვის ფინანსური რესურსების მოზიდვასთან, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესო სამუშაოს გულისხმობს", - განაცხადა როტშილდმა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, რომელთა შეთავაზებას უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს მთავრობა გეგმავს. მათ შორისაა როგორც ფინანსური ცენტრების შექმნა, ასევე მსხვილი ტურისტული, ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები.
Rothschild & Co ერთ-ერთი უმსხვილესი, დამოუკიდებელი ფინანსური ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.