მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„სიტუაცია მიშლის ხელს“: მაკრონმა უპასუხა კითხვას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

© AP Photo / Roman Koksarovემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. არსებული ვითარება არ მაძლევს საშუალებას, ვუპასუხო კითხვას, ვაპირებ თუ არა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეარხ TF1-ს.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის აპრილში ორ ტურად გაიმართება — 10 და 24 აპრილს.

„როგორც ქვეყანაში შექმნილი ვითარების, ისე პირადი სიტუაციების გათვალისწინებით, მე დღეს არ შემიძლია ვუპასუხო ამ კითხვას“, — აღნიშნა მან.

მაკრონის თქმით, მან რომ უკვე ახლა წამოაყენოს თავისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე, „აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება რთული იქნებოდა, კერძოდ, კორონავირუსის პანდემიის ახალ ტალღასთან ბრძოლის კუთხით“.
პარიზის მკვიდრი დროშით ხელში - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
მსოფლიო დღეს
ნატოდან გასვლა და მიგრანტების გაძევება: პრეზიდენტობის კანდიდატმა მიზნები გაამჟღავნა
როგორც მაკრონმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, სახელმწიფოს მეთაურად ის 39 წლის ასაკში აირჩიეს, ხოლო მთელი მისი პოლიტიკური სტაჟი მხოლოდ შვიდი წელია.
„ბევრი ენერგია მქონდა, მაგრამ ყოველთვის არ ვითვალისწინებდი, რომ ახლა „დეკონტექსტუალიზაციის“ ეპოქაა, როდესაც სიტყვებს კონტექსტიდან გლეჯენ“, — ასე უპასუხა პრეზიდენტმა კითხვას, რომელიც მის რეზონანსულ განცხადებებს შეეხებოდა.
ემანუელ მაკრონი პრეზიდენტად 2017 წლის მაისში აირჩიეს. ქვეყნის მეთაურის უფლებამოსილების ვადა საფრანგეთში 5 წელს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მაკრონს არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსი ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ის ხშირად მოგზაურობს ქვეყნის მასშტაბით და სატელევიზო გამოსვლებიც გაააქტიურა.
ოპოზიციამ, რომელიც მაკრონს წინასაარჩევნო კამპანიის ფაქტობრივ დაწყებაში ადანაშაულებს, აუდიოვიზუალური საშუალებების უმაღლეს საბჭოში საჩივარი გაგზავნა და პრეზიდენტს ტელევიზიით წინასაარჩევნო გამოსვლების კვოტების დარღვევაში დასდო ბრალი. საბჭო აპირებს გააანალიზოს მაკრონის განცხადებები, რათა დაადგინოს, მისი გამოსვლების რომელი ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს წინასაარჩევნო კამპანიად.
ყველა ახალი ამბავი
0