საქართველოს პრემიერი OGP-ს სამიტზე სიტყვით გამოვიდა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
საერთაშორისო ინიციატივა „ღია მმართველობის პარტნიორობა“ 78 ქვეყანას აერთიანებს.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის გლობალურ სამიტში.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ღია მმართველობისა და დემოკრატიის ძირითად მიღწევებზე და ხაზი გაუსვა პარტნიორობის პრინციპებისადმი საქართველოს ურყევ ერთგულებას.

„ღია მმართველობის უზრუნველყოფა არ არის იოლი ამოცანა. შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება და კონცენტრირების არეალის გაფართოება, რათა მან, ღია მონაცემების, ღია ბიუჯეტების და ა.შ. გარდა, ასევე მოიცვას სხვა სექტორები, რომლებსაც უშუალო გავლენა აქვს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

გლობალურმა პანდემიამ ცხადყო, რომ საკითხები, რომლებიც ორიოდე წლის წინ ეხებოდა მხოლოდ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, დღეს გულისხმობს სიცოცხლისა და საარსებო საშუალებების გადარჩენას და ეს ბრძოლა მოითხოვს უფრო მყარი დემოკრატიების მშენებლობას, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2018
თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტი მიმდინარეობს
„კიდევ უფრო გაუმჯობესებული დემოკრატიის შექმნა დამოკიდებულია ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნების კოალიციაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
გლობალური სამიტი 15-17 დეკემბერს ჰიბრიდულ ფორმატში ტარდება. წელს მეათე, საიუბილეო ღონისძიებას სეული მასპინძლობს. საერთაშორისო ინიციატივა „ღია მმართველობის პარტნიორობა“ 78 ქვეყანას აერთიანებს.
OGP — ეს არის აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივა, რომელიც მთავრობასა და ხელისუფლების შტოებს შორის დიდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს. OGP-ს წევრი ქვეყნები საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას – მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია, ჩართონ ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში და სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ.
OGP ოფიციალურად 2011 წლის 20 სექტემბერს დაარსდა.
ყველა ახალი ამბავი
0