თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტი მიმდინარეობს

© FB / Parliament of Georgia„ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტი
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში სამიტზე 75 ქვეყნიდან სამოქალაქო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ცდილობს დანერგოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტები, განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მეხუთე სამიტზე, რომელიც დღეს თბილისში გაიხსნა. 

სამიტში 75 ქვეყნიდან სამოქალაქო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიების პირველ დღეს გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „ღია პარლამენტის დღე“.

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტად აირჩია >>

„ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი გახდა. ჩვენ ძალიან ამბიციური რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. ახლა ვმუშაობთ პარლამენტის ახალ რეგლამენტზე და ამ აქტივობის ერთ-ერთი მიზანი არის საქართველოს პარლამენტის ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ასევე, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება. ფინანსური აქტივობები არის აბსოლუტურად ღია საზოგადოებისთვის, რაც კორუფციას გამორიცხავს. ჩვენ ვეხმარებით სხვა უწყებებს, რათა უზრუნველყონ იგივე ხარისხის ღიაობის სტანდარტის დაცვა თავიანთ უწყებებში“, — განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის კრიტიკას უპასუხა

ოთხშაბათს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სხდომებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე. ღონისძიებას აგრეთვე შეუერთდება პარლამენტის თავმჯდომარე.

შეკრებილებს სიტყვით მიმართავს სპეციალურად მოწვეული სტუმარი — რობოტი სოფია. სოფია წარდგება სესიის ფარგლებში, რომელიც სახელმწიფო სამსახურში ინოვაციებს მიეძღვნება.

სოფია შეიმუშავა ჰონგ–კონგის კომპანიამ Hanson Robotics. რობოტი იმგვარად არის დაპროექტებული, რომ ისწავლოს და ადაპტირება მოახდინოს ადამიანების ქცევაზე, ასევე იმუშაოს მათთან. 2017 წლის შემოდგომაზე სოფია საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა და ამგვარად, ის მოქალაქეობის მქონე პირველი რობოტია. 

OGP — ეს არის აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობასა და ხელისუფლების შტოებს შორის დიდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს. OGP-ის წევრი-ქვეყნები საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია, ჩართონ ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში და სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ.

OGP ოფიციალურად 2011 წლის 20 სექტემბერს დაარსდა.


ყველა ახალი ამბავი
0