ფულადი გზავნილები საქართველოში

© Pixabay / NikolayFrolochkinაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
ნოემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა – 34,4 მილიონი დოლარი, რაც ფულადი გადარიცხვების 16,59%-ს შეადგენს.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 22%-ით გაიზარდა და 207,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ნოემბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 34,4 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 16,59%-ია. 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 8,04%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.
რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვრიდან პირველობა იტალიას რამდენჯერმე დაუთმო.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
საქართველოს ეკონომიკა - ევროპის ფინანსური ინსტიტუტების შეფასება და ანგარიში
2021 წლის ნოემბერში მთლიანად ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 37,4 მლნ აშშ დოლარით (22,0%-ით) მეტი იყო 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2021 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,8 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 45,3%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0