https://sputnik-georgia.com/20211216/cxorowyus-sakrebulosi-tavmjdomare-kvlav-ver-aircies-262922680.html
ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს
ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს
Sputnik საქართველო
მუნიციპალიტეტის საკრებულოში არც ერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობა, რის გამოც ვერ ხერხდება თავმჯდომარის არჩევა 16.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-16T20:33+0400
2021-12-16T20:33+0400
2021-12-16T20:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/03/250787014_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_507be2662f14b1d80027ac5f2a2e5082.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს - მომდევნო სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო, იუწყება ადგილობრივი მედია.მმართველი პარტია „ქართული ოცნების" კანდიდატს, ჯუმბერ იზორიას მხარი დაუჭირა 12-მა დეპუტატმა, ხოლო შვიდი ბიულეტენი ბათილად ცნეს, რადგან კანდიდატი გვარი იქ გადახაზული იყო. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო „ოცნების“ 12-მა დეპუტატმა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ შვიდმა წევრმა. დანარჩენ რვა ოპოზიციონერ დეპუტატს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.მას შემდეგ, რაც იზორიამ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისთვის საკმარისი 14 ხმა ვერ დააგროვა, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატი - შოთა წურწუმია დააყენონ.სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. ორი საათის შემდეგ დარბაზში დაბრუნდნენ მხოლოდ გახარიას პარტიის დეპუტატები. შედეგად სხდომა კვორუმის არარსებობის გამო დახურულად გამოცხადდა. როდის შეიკრიბებიან კიდევ დეპუტატები, ჯერჯერობით უცნობია.ჩხოროწყუს საკრებულო შედგება 27 დეპუტატისაგან, მათგან 15 ოპოზიციის წარმომადგენელია (7 დეპუტატი აირჩიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 7 - პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ერთი - „ლელოდან“).
https://sputnik-georgia.com/20211214/opoziciam-qobuletissakrebulos-senobas-seutia-262855123.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/03/250787014_123:133:1226:960_1920x0_80_0_0_b79270bfc99fb61e2f82e59707a34f6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, პოლიტიკა საქართველოში
ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩიეს
მუნიციპალიტეტის საკრებულოში არც ერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობა, რის გამოც ვერ ხერხდება თავმჯდომარის არჩევა
თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს - მომდევნო სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო, იუწყება ადგილობრივი მედია.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" კანდიდატს, ჯუმბერ იზორიას მხარი დაუჭირა 12-მა დეპუტატმა, ხოლო შვიდი ბიულეტენი ბათილად ცნეს, რადგან კანდიდატი გვარი იქ გადახაზული იყო. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო „ოცნების“ 12-მა დეპუტატმა და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ შვიდმა წევრმა. დანარჩენ რვა ოპოზიციონერ დეპუტატს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
მას შემდეგ, რაც იზორიამ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისთვის საკმარისი 14 ხმა ვერ დააგროვა, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატი - შოთა წურწუმია დააყენონ.
სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. ორი საათის შემდეგ დარბაზში დაბრუნდნენ მხოლოდ გახარიას პარტიის დეპუტატები. შედეგად სხდომა კვორუმის არარსებობის გამო დახურულად გამოცხადდა. როდის შეიკრიბებიან კიდევ დეპუტატები, ჯერჯერობით უცნობია.
ჩხოროწყუს საკრებულო შედგება 27 დეპუტატისაგან, მათგან 15 ოპოზიციის წარმომადგენელია (7 დეპუტატი აირჩიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 7 - პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ერთი - „ლელოდან“).