ოპოზიციამ ამჯერად ქობულეთის საკრებულოს შენობას შეუტია

© photo: Sputnik / STRINGERოპოზიციის აქცია თბილისის საკრებულოსთან
ოპოზიციის აქცია თბილისის საკრებულოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანი პროვოკაციის მოწყობაა.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. პოლიცია ქობულეთის საკრებულოს შენობასთან არის მობილიზებული, სადაც ჯერ კიდევ დილით ოპოზიციის წარმომადგენლებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მოაწყვეს.
აქციის ჩატარების შემდეგ მისი მონაწილეები საკრებულოს შენობაში გადავიდნენ. ისინი ბიუროს სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ, თუმცა ამას ხელი პოლიციამ შეუშალა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს უნდოდათ შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით მჭედლიძესთან და მისგან კითხვებზე პასუხის მოსმენა. მათ შორის, მათ აინტერესებდათ მჭედლიძის პოზიცია სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, იმსახურებს თუ არა ამას ექს-პრეზიდენტი, რომელიც მჭედლიძის მეგობარი იყო. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის ბონდო თედორაძის განცხადებით, ისინი არანაირი პროვოკაციის მოწყობას არ აპირებენ.
მოგვიანებით პოლიციამ შენობაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი საკრებულოს დეპუტატები შეუშვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2021
არჩევნები 2021
ოპოზიციის ბოიკოტი საკრებულოებში: ოთხ მუნიციპალიტეტში შესაძლოა კვლავ არჩევნები გაიმართოს
ხმაური იყო საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში, სადაც სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს „ქართული ოცნებისა" და „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები. ინციდენტის დროს ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ცუდად გახდა - გონება დაკარგა.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არ სურს კრიტიკისა და ბრალდებების მოსმენა და ამის აღსაკვეთად ძალას იყენებენ.
„ქართული ოცნების" წარმომადგენლები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანი პროვოკაციების მოწყობაა და სწორედ ამისთვის მოითხოვდნენ ისინი ბიუროს სხდომაზე დასწრებას და არა იმისთვის, რომ რაიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განეხილათ.
მოგვიანებით ვითარება განიმუხტა. მიუხედავად ამისა, ადგილზე პოლიცია მაინც რჩება და შენობის პერიმეტრს აკონტროლებს.
ქობულეთის საკრებულოში 39 დეპუტატია. აქედან „ქართულ ოცნებას" 24 მანდატი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 13, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" – ორი.
ყველა ახალი ამბავი
0