რესტორანი MADLOBA ვარშავაში, კმაყოფილი პოლონელების Dziękuję და ტომაშის უჩვეულო ტატუ

© courtesy of Tornike Tsirekidzeთორნიკე ცირეკიძე
თორნიკე ცირეკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ვარშავაში მცხოვრებ თორნიკე ცირეკიძეს გაგაცნობთ.
თბილისის გიმნაზიის შემდეგ პოლონეთში მასმედიის მართვის ფაკულტეტი დაამთავრა. ვარშავაში ჯერ ქართული საცხობი GEMO გახსნა, წარმატებული წელიწად-ნახევრის შემდეგ კი რესტორანი MADLOBA აამუშავა. ამაზე თავად ამბობს: „მისი საშუალებით მინდოდა პოლონეთში ჩვენი კულტურა წარმომეჩინა და ქართული სიტყვა მეთქვა“.
სულ ახლახან თორნიკე გახდა გამარჯვებული საგრანტო პროექტისა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომლის მერეც, როგორც ახალგაზრდა ელჩს პოლონეთში, თავისი მრავალმხრივი საქმიანობით შესაძლებლობა მიეცა, რომ საქართველოს ცნობადობა აამაღლოს.
© courtesy of Tornike Tsirekidzeთორნიკე ცირეკიძე
თორნიკე ცირეკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
თორნიკე ცირეკიძე
- თორნიკე, თბილისის სკოლა-გიმნაზიაში სწავლის პერიოდში თუ იყავით ჩამოყალიბებული სამომავლოდ რა გსურდათ?
- პირველი სკოლა-გიმნაზია 2015 წელს დავამთავრე. მაშინ გეგმაში არ მქონდა სწავლის ევროპაში გაგრძელება, მაგრამ ასე გამოვიდა. სკოლის შემდეგ ჩავაბარე პოლონეთში – Warszawska Wyższa Szkoła Humanistyczna im. Bolesława Prusa-ში მასმედიის მართვის ფაკულტეტზე. ამ სფეროთი ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი და ეს ფაკულტეტიც ამიტომ ავირჩიე. მართალია, დღეს ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ, მაგრამ სწავლის დროს მიღებული ცოდნა ჩემს დღევანდელ საქმიანობაში ძალიან მეხმარება.
© courtesy of Tornike Tsirekidzeპოლონეთში საქართველოს დღეებზე
პოლონეთში საქართველოს დღეებზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
პოლონეთში საქართველოს დღეებზე
- „ახალგაზრდა ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში“ - ეს სტატუსი რის შემდეგ მოგენიჭათ?
- „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ - ასეთია დასახელება იმ საგრანტო პროექტისა, რომლის გამარჯვებულიც 2021 წელს გავხდი. ეს მეტად საპატიო სტატუსია და ჩემი საქმიანობით სულ ვცდილობ, რომ გავამართლო. პოლონეთში ცხოვრების მანძილზე ბევრი საინტერესო პროექტის ინიციატორი და ავტორი გავხდი.
© courtesy of Tornike Tsirekidzeთორნიკე ცირეკიძე
თორნიკე ცირეკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
თორნიკე ცირეკიძე
- რომელია პროექტი, რომელსაც ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა?
- ეს იყო სამდღიანი ფესტივალი „თბილისობა ვარშავაში”, რომელსაც 6.000 კაცი ესტუმრა. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შეეძლოთ გაესინჯათ ქართული პროდუქტი, მოესმინათ ქართული სიმღერა და ენახათ ქართული ცეკვები. პოლონური „თბილისობა“ მაშინ ტელეკომპანია „იმედმა“ გააშუქა.
© courtesy of Tornike Tsirekidzeსაქართველოს პრეზიდენტთან ერთად
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად
- დღეს პოლონეთის სარესტორნო ბიზნესში ხართ ჩართული...
- ჯერ კიდევ სწავლის დროს აქტიურად ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი პოლონელი ხალხის ცხოვრების წესს, მათ კულტურას და სამზარეულოს. უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა უცხოეთში გახსნილი ქართული რესტორნის სწორად მართვაში მეხმარება. შედეგით ყველა კმაყოფილია - მომხმარებლით დაწყებული და პერსონალით დამთავრებული.
© courtesy of Tornike Tsirekidzeთორნიკე ცირეკიძე
თორნიკე ცირეკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
თორნიკე ცირეკიძე
- როდის გახსენით ქართული რესტორანი ვარშავაში?
- რესტორანი ქართული სახელით MADLOBA ვარშავის ცენტრში 2020 წელს გავხსენი, მაშინ, როდესაც პანდემია ახალი დაწყებული იყო. საბედნიეროდ, მან პოლონელებს შორის მალე მოიპოვა პოპულარობა. შეიძლება ითქვას, რომ პოლონური გასტრონომიის ბაზარზე თავისი სიტყვა უკვე თქვა.
© courtesy of Tornike Tsirekidzeთორნიკე ცირეკიძე შეხვედრაზე
თორნიკე ცირეკიძე შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
თორნიკე ცირეკიძე შეხვედრაზე
- ანუ ჩვენს ლექსიკაში ეს ერთ-ერთი მთავარი სიტყვა - „მადლობა“ უკვე იციან პოლონელებმა?
- დიახ, ჩვენი რესტორნის გახსნის შემდეგ უფრო მეტმა გაიგო რას ნიშნავს ქართულად MADLOBA. პოლონელებს ძალიან მოსწონთ ქართული სამზარეულო და ჩვენ მიერ შეთავაზებული კერძები. ჩვენგან წასვლის წინ ხშირად გვეუბნებიან - Dziękuję, რაც პოლონურად ნიშნავს მადლობას. შეიძლება ითქვას, რომ პოლონელი და ქართველი ხალხის ურთიერთობისა და დამეგობრების საქმეში ამ რესტორანს თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს, რაც ძალიან მახარებს.
- რესტორნის გარდა ამუშავებთ ქართულ საცხობს GEMO...
- ჩვენი საცხობიც ასევე ტრადიციულ ქართულ პროდუქტს, ანუ ქართულ გემოს სთავაზობს პოლონელებს. ეს ძირითადად ცომეულისგან დამზადებული ქართული თონის პური, ხაჭაპური, ლობიანი და ნამცხვარებია. ყველაზე დიდ მოწონებას პოლონელებში მეგრული ხაჭაპური იმსახურებს ხოლმე...
© courtesy of Tornike Tsirekidzeთორნიკე ცირეკიძე
თორნიკე ცირეკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
თორნიკე ცირეკიძე
- რესტორანში მომხდარი რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ?
- ჩვენთან ხშირად დადიოდა შუახნის პოლონელი მამაკაცი, ტომაში ერქვა. პირველად ჩვენთან გასინჯა ხინკალი და ისე მოეწონა, რომ მერე სულ ხინკალს ითხოვდა ხოლმე. როცა საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ისევ გვესტუმრა, გვაჩვენა, რომ ხელზე ჰქონდა გაკეთებული ტატუ „ხინკალი”. ამ ამბავზე ძალიან ვიხალისეთ.
© courtesy of Tornike Tsirekidzeთორნიკე ცირეკიძე
თორნიკე ცირეკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
თორნიკე ცირეკიძე
- როგორც მასმედიის მართვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს, საქართველოს მაგალითზე როგორ წარმოგიდგენიათ მასმედიის მართვა?
- ჩემი აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, სწორ სარედაქციო პოლიტიკაზე და ამ სფეროში დასაქმებული თითოეული ადამიანის პროფესიონალიზმსა და მოქალაქეობრივ შეგნებაზე. ჟურნალისტმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია, რადგან რაიმე საკითხის გაშუქების დროს თავისუფლად შეუძლია მაყურებლის რაიმეში დარწმუნება ან გადარწმუნება.
© courtesy of Tornike Tsirekidzeთორნიკე ცირეკიძე
თორნიკე ცირეკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
თორნიკე ცირეკიძე
- პოლონეთში თქვენ თუ უყურებთ ქართულ ტელეგადაცემებს?
- ვუყურებ და ყოველთვის თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. დღევანდელი ქართული ტელევიზიების გარკვეული ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს და ამიტომაა, რომ მაყურებელს ძირითადად ნეგატიური ფაქტების შემცველ, დაუზუსტებელ ინფორმაციას სთავაზობენ. ეს ყველაფერი კი ხალხის ფსიქიკასა და ცნობიერების ხარისხზე მოქმედებს. ვოცნებობ იმ დროზე, რომ ქართული მასმედია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ფაქტებზე დაყრდნობით გააშუქებს, ჩემს ქვეყანაში კი ძირითადად კარგი, პოზიტიური ამბები მოხდება...
ყველა ახალი ამბავი
0