შიდა ტურისტების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია
ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
საქართველოში მცხოვრებნი ყველაზე ხშირად ქვეყანაში მოგზაურობენ ნათესავების ან მეგობრების მოსანახულებლად.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. შიდა ტურისტების რიცხვი საქართველოში 2021 წლის მესამე კვარტალში 20,1%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს შიგნით იმოგზაურა ქვეყნის 1.379,4 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.574,1 ვიზიტი სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ტიპის ვიზიტი 813,5 ათასი იყო.
საანგარიშო პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა საშუალოდ თვეში 22,6%-ით მეტი იყო, ვიდრე 2020 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში.
საქართველოში 2020 წლის გაზაფხულზე კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის საქალაქთაშორისო მოძრაობაზეც. 15 ივნისიდან ქვეყანაში ოფიციალურად გაიხსნა შიდა ტურიზმი და ქვეყნის ხელისუფლებამ მოქალაქეებს ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად სამშობლოში დასვენებისკენ მოუწოდა.
ტურისტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმისგან ცხრა თვეში
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასული წლის ივნისის ბოლოდან შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო. ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ადმინისტრაცია პოპულარობას უწევს ახალ საინტერესო ტურისტულ პროდუქტებს, ხელს უწყობს აქტიურობას რეგიონებში, რაც დაეხმარება სასტუმროების, კვების ობიექტების, სატრანსპორტო კომპანიების, გიდების და სხვა მიმართულებების განვითარებას.
სად იმგზავრეს და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად მეგობრებსა და ნათესავებს სტუმრობდნენ.
რეზიდენტი ტურისტების ვიზიტების მიზანი (ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი):
ვიზიტის მიზანი – ნათესავებთან და მეგობრებთან
ვიზიტების რაოდენობა – 645,5 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 41%
ვიზიტის მიზანი – მეორე სახლში წასვლა
ვიზიტების რაოდენობა – 288,8 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში –18,3%
ვიზიტის მიზანი – დასვენება და გართობა
ვიზიტების რაოდენობა – 222 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 14,1%
ვიზიტის მიზანი – შოპინგი
ვიზიტების რაოდენობა – 189,4 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 12%
ვიზიტის მიზანი – მკურნალობა
ვიზიტების რაოდენობა – 144,7 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 9,2%
ვიზიტის მიზანი – პროფესიული საქმიანობა
ვიზიტების რაოდენობა – 34,3 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 2,2%
ვიზიტის მიზანი – მოგზაურობა
ვიზიტების რაოდენობა – 13,3 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 0,8%
ვიზიტის მიზანი – განათლება
ვიზიტების რაოდენობა –5 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 0,3%
ვიზიტის მიზანი – სხვა
ვიზიტების რაოდენობა – 31,1 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 2%
მოსახლეობის უმრავლესობა მესამე კვარტალში ეწვია თბილისს, იმერეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, აჭარას, შიდა და ქვემო ქართლს.
შიდა ტურისტების საშუალო ხარჯმა მესამე კვარტალში 320,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 46,3%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში გაიზარდა 22%-ით და 203,8 ლარი შეადგინა. ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, ტრანსპორტსა და კვებაზე.
შიდა ტურისტების ხარჯები (თვის საშუალო მაჩვენებელი):
ხარჯის სახეობა – საყიდლები
ხარჯი – 96,9 მლნ ლარი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 61,6 ლარი
ხარჯის სახეობა – საკვები, სასმელი
ხარჯი – 93,5 მლნ ლარი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 59,4 ლარი
ხარჯის სახეობა – ტრანსპორტი
ხარჯი – 59,3 მლნ ლარი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 37,7 ლარი
ხარჯის სახეობა – განთავსება
ხარჯი – 28,4 მლნ ლარი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 18 ლარი
ხარჯის სახეობა – გართობა
ხარჯი – 4,6 მლნ ლარი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 2,9 ლარი
ხარჯის სახეობა – სხვა
ხარჯი – 38 მლნ ლარი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 24,2 ლარი
შიდა ტურისტების 55,4% ქალია.
ყველა ახალი ამბავი
0