https://sputnik-georgia.com/20211215/kruncxvebi-febriluri-gulyra-bavsvebsi-pirveli-daxmareba-262886209.html
კრუნჩხვები, ანუ ფებრილური გულყრა ბავშვებში: პირველი დახმარება ექიმის მოსვლამდე
კრუნჩხვები, ანუ ფებრილური გულყრა ბავშვებში: პირველი დახმარება ექიმის მოსვლამდე
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მაღალი სიცხის ფონზე შეიძლება ბავშვს ფებრილური გულყრა (კრუნჩხვები) განუვითარდეს, რაც ძირითადად 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში... 15.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-15T17:27+0400
2021-12-15T17:27+0400
2021-12-15T22:37+0400
სასარგებლო რჩევები
რჩევები მშობლებს
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262885842_0:695:2048:1847_1920x0_80_0_0_15c11538ee3629162064e95425dfc5c2.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მაღალი სიცხის ფონზე შეიძლება ბავშვს ფებრილური გულყრა (კრუნჩხვები) განუვითარდეს, რაც ძირითადად 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში იჩენს თავს, და ის უმეტესწილად უკვალოდ ქრება, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.მისი თქმით, ტემპერატურის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა — ბავშვის მზარდი ტვინის თავისებურებაა, რომელიც შეიძლება მკურნალობას არც საჭიროებდეს.ეს მზადყოფნა, კომაროვსკის განმარტებით, იმაში გამოიხატება, რომ თუ ბავშვს თუნდაც ერთხელ დაემართა ფებრილური კრუნჩხვა, მშობელი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ პატარას სიცხემ ძალიან არ აუწიოს.გარდა ამისა, როგორც ექიმი ამბობს, ავადმყოფობის დროს ბავშვს დამატებით შეგიძლიათ დაალევინოთ დამამშვიდებელი საშუალებები და კალციუმის აბები, „თუმცა ეს პრეპარატებიცა და თავად სიცხის დამწევების ალგორითმიც ჯობს, პედიატრთან შეათანხმოთ.ფებრილური გულყრის გამომწვევი მიზეზებიკრუნჩხვა ბავშვებში შეიძლება განპირობებული იყოს როგორც მაღალი სიცხით, ისე მემკვიდრეობითი მიდრეკილებით.ფებრილური გულყრის გაჩენის მიზეზები ბოლომდე არ არის დადგენილი. მისი პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს:როგორც ექიმები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ფებრილური გულყრა შესახედად შიშის მომგვრელია, ის არ აზიანებს ტვინს და არც ინტელექტზე ახდენს ზეგავლენას. ფებრილური გულყრა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ეპილეფსია აქვს.პირველი დახმარების მეთოდებიროდესაც ბავშვს კრუნჩხვა ეწყება — იქნება ეს სიცხის თანხლებით თუ ტემპერატურის გარეშე — მშობელმა აუცილებლად უნდა შეინარჩონოს სიმშვიდე და მაშინვე სასწრაფო დახმარებას გამოუძახოს.გახსოვდეთ: კრუნჩხვები საშუალოდ 30 წუთამდე გრძელდება და მისი შეჩერება შეუძლებელია!ექიმის მოსვლამდე კი:
https://sputnik-georgia.com/20211111/unda-amoikvetos-tu-ara-adenoidebi-komarovskis-rceva-261990448.html
https://sputnik-georgia.com/20211112/yiflibandi-rodis-unda-daixuros-da-aris-tu-ara-is-avadmyofobis-nisani-262023254.html
https://sputnik-georgia.com/20210419/temperaturis-sworad-gazomva-komarovskis-rCeva-251507556.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262885842_0:262:2048:1798_1920x0_80_0_0_ebc8a04d46f78ae51775c19574e7312d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , რჩევები მშობლებს, ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , რჩევები მშობლებს, ექიმის რჩევები
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მაღალი სიცხის ფონზე შეიძლება ბავშვს ფებრილური გულყრა (კრუნჩხვები) განუვითარდეს, რაც ძირითადად 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში იჩენს თავს, და ის უმეტესწილად უკვალოდ ქრება,
აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.
მისი თქმით, ტემპერატურის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა — ბავშვის მზარდი ტვინის თავისებურებაა, რომელიც შეიძლება მკურნალობას არც საჭიროებდეს.
„ხაზს ვუსვამ: თუ კრუნჩხვები მხოლოდ მაღალი ტემპერატურის ფონზე ჩნდება, ეს, როგორც წესი, საშიში არ არის. მიუხედავად ამისა, თავად კრუნჩხვები საკმაოდ სახიფათო მოვლენაა და ამისთვის მშობელი მზად უნდა იყოს“, — განმარტავს ექიმი.
ეს მზადყოფნა, კომაროვსკის განმარტებით, იმაში გამოიხატება, რომ თუ ბავშვს თუნდაც ერთხელ დაემართა ფებრილური კრუნჩხვა, მშობელი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ პატარას სიცხემ ძალიან არ აუწიოს.
„ამიტომ სიცხის დამწევი საშუალებები შეგიძლიათ უკვე მაშინ გამოიყენოთ, როგორც კი ბავშვს ტემპერატურა მცირედ მოემატება. პრეპარატები გეგმურად უნდა მისცეთ ბავშვს და ყველანაირად შეეცადოთ, რომ სიცხემ 38 გრადუსზე მაღლა არ აიწიოს“, — გვირჩევს პედიატრი.
გარდა ამისა, როგორც ექიმი ამბობს, ავადმყოფობის დროს ბავშვს დამატებით შეგიძლიათ დაალევინოთ დამამშვიდებელი საშუალებები და კალციუმის აბები, „თუმცა ეს პრეპარატებიცა და თავად სიცხის დამწევების ალგორითმიც ჯობს, პედიატრთან შეათანხმოთ.
ფებრილური გულყრის გამომწვევი მიზეზები
კრუნჩხვა ბავშვებში შეიძლება განპირობებული იყოს როგორც მაღალი სიცხით, ისე მემკვიდრეობითი მიდრეკილებით.
ფებრილური გულყრის გაჩენის მიზეზები ბოლომდე არ არის დადგენილი. მისი პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს:
მწვავე ვირუსულმა ინფექციებმა;
აცრებმა — გარკვეული ვაქცინების გვერდითი მოვლენის სახით, განსაკუთრებით წითელა/ყბაყურა/წითურას (MMR) ვაქცინაციის შედეგად.
როგორც ექიმები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ფებრილური გულყრა შესახედად შიშის მომგვრელია, ის არ აზიანებს ტვინს და არც ინტელექტზე ახდენს ზეგავლენას. ფებრილური გულყრა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ეპილეფსია აქვს.
პირველი დახმარების მეთოდები
როდესაც ბავშვს კრუნჩხვა ეწყება — იქნება ეს სიცხის თანხლებით თუ ტემპერატურის გარეშე — მშობელმა აუცილებლად უნდა შეინარჩონოს სიმშვიდე და მაშინვე სასწრაფო დახმარებას გამოუძახოს.
გახსოვდეთ: კრუნჩხვები საშუალოდ 30 წუთამდე გრძელდება და მისი შეჩერება შეუძლებელია!
გახადეთ ბავშვს მჭიდრო ტანსაცმელი, შეუხსენით საყელო;
დააწვინეთ სწორ ზედაპირზე, გვერდზე შეუბრუნეთ თავი და ასე დაუფიქსირეთ;
გახსენით ფანჯრები და მიაწოდეთ ბავშვს ჰაერი;
თვალი ადევნეთ სუნთქვას. თუ პატარამ სუნთქვა შეწყვიტა და კუნთები დაეჭიმა, დაელოდეთ კრუნჩხვის გადავლას და ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა;
ნუ შეეცდებით, რომ შეტევის დროს ბავშვს რაიმე პრეპარატი დაალევინოთ.