https://sputnik-georgia.com/20211111/unda-amoikvetos-tu-ara-adenoidebi-komarovskis-rceva-261990448.html
ადენოიდები ბავშვებში – უნდა ამოვკვეთოთ თუ არა? პედიატრ კომაროვსკის რჩევა
ადენოიდები ბავშვებში – უნდა ამოვკვეთოთ თუ არა? პედიატრ კომაროვსკის რჩევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. როგორც კი ბავშვს ადენოიდები უდიდდება, მშობლები მაშინვე განგაშს ტეხენ და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების ძებნას იწყებენ, რაც... 11.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-11T16:28+0400
2021-11-11T16:28+0400
2021-11-11T22:15+0400
სასარგებლო რჩევები
რჩევები მშობლებს
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250074047_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_0f8d9b9555d026b8dc9902a3e2ac8729.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. როგორც კი ბავშვს ადენოიდები უდიდდება, მშობლები მაშინვე განგაშს ტეხენ და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების ძებნას იწყებენ, რაც ზოგ შემთხვევაში გაუმართლებელია, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.მისი თქმით, ადენოიდების პრობლემა, როგორც წესი, ყველაზე ხშირად შემოდგომაზე იჩენს ხოლმე თავს. შესაბამისად, მშობლები კითხულობენ – თუ ბავშვს ადენოიდები გაუდიდდა, უნდა ამოიკვეთოს თუ მკურნალობაა საჭირო?მისი თქმით, არსებობს გარემოს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც პრინციპულ გავლენას ახდენს ადენოიდური ქსოვილის ზრდაზე. ესენია:„თუ ბავშვი ცხვირით კარგად სუნთქავს, ძილში ხელი არ ეშლება, მაშინ ადენოიდებს შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ“, — ამბობს პედიატრი.ამასთან მიიჩნევა, რომ ადენოიდები ბავშვებს აქტიურად ეზრდებათ 6-8 წლის ასაკამდე, შემდეგ კი განლევას იწყებს და მოზარდობის ასაკისთვის ისინი პრაქტიკულად ქრება.ხოლო იმისათვის, რომ ადენოიდური ქსოვილის ზრდა შენელდეს, საჭიროა, რომ ბავშვს შესაბამისი პირობები შეუქმნათ. ესენია:ადენოიდებს სხვაგვარად მესამე ნუშურა ჯირკვალსაც უწოდებენ. იგი „თანამოძმე“ ნუშურებთან ერთად პირის ღრუსა და ხახის გასაყარზე დამცავ რგოლს ქმნის, რომელიც აბრკოლებს კიდეც მავნე მიკროორგანიზმების შეჭრას ბრონქებსა და ფილტვებში. ამით ეს რგოლი ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს. ადენოიდური წამონაზარდი მანამდეა სასარგებლო, სანამ ნორმალური ზომისაა და თავის ბარიერულ ფუნქციას ასრულებს. გაზრდილი ადენოიდი კი არამცთუ სასარგებლო არ გახლავთ, ძლიერ საზიანოც კია ბავშვის ორგანიზმისთვის.ხშირი ინფექციური პროცესები (მაგალითად, გრიპი) ადენოიდური ქსოვილის ანთებას იწვევს. მესამე ნუშურა ჯირკვალი იზრდება და შესაძლოა იმხელა გახდეს, რომ ცხვირის გასავალი დაკეტოს, ან სასმენ მილამდეც კი მიაღწიოს და დაეცოს მას. თუ ასეთი ადენოიდური საცობი წარმოიქმნა, ბავშვს გაუჭირდება ცხვირით სუნთქვა და პირით სუნთქვას დაიწყებს. ამ შემთხვევაში გადიდებული ქსოვილი უკვე ხელს კი არ უშლის ინფექციის ორგანიზმში შეჭრას, არამედ თავად იზიდავს მავნე მიკროორგანიზმებს და მათ გამრავლებას უწყობს ხელს. გადიდებულ ჯირკვლოვან ქსოვილში, მის ნაოჭებსა და ბორცვებში ინფექციური აგენტები ადვილად იბუდებენ, რასაც ხშირი ანგინა, ტრაქეიტი (სასულის ლორწოვანის ანთება) და ბრონქიტი მოჰყვება. ამასთან ბავშვს ხშირად აწუხებს ყურის ტკივილი და სურდო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ექიმი უკვე იძლევა ადენოიდების ამოკვეთის რეკომენდაციას.
https://sputnik-georgia.com/20190107/gripis-acra-doqtori-komarovski-243784772.html
https://sputnik-georgia.com/20210419/temperaturis-sworad-gazomva-komarovskis-rCeva-251507556.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250074047_159:0:1800:1231_1920x0_80_0_0_01e954056ab47749dd1cd3f27fb1a555.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , რჩევები მშობლებს, ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , რჩევები მშობლებს, ექიმის რჩევები
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. როგორც კი ბავშვს ადენოიდები უდიდდება, მშობლები მაშინვე განგაშს ტეხენ და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების ძებნას იწყებენ, რაც ზოგ შემთხვევაში გაუმართლებელია, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.
მისი თქმით, ადენოიდების პრობლემა, როგორც წესი, ყველაზე ხშირად შემოდგომაზე იჩენს ხოლმე თავს. შესაბამისად, მშობლები კითხულობენ – თუ ბავშვს ადენოიდები გაუდიდდა, უნდა ამოიკვეთოს თუ მკურნალობაა საჭირო?
„ადენოიდების მკურნალობის მეთოდები აბებისა და დათბილვის სახით — ეს ჩვენი მენტალური პრინციპის „რაღაც უნდა გაკეთდეს“ რეალიზაციაა. სინამდვილეში ადენოიდების სამკურნალოდ არანაირი კონსერვატიული მეთოდი არ არსებობს. ისინი ან უნდა ამოიკვეთოს, ან თავი უნდა გაანებოთ“, — ამბობს კომაროვსკი.
მისი თქმით, არსებობს გარემოს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც პრინციპულ გავლენას ახდენს ადენოიდური ქსოვილის ზრდაზე. ესენია:
ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი;
„თუ ბავშვი ცხვირით კარგად სუნთქავს, ძილში ხელი არ ეშლება, მაშინ ადენოიდებს შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ“, — ამბობს პედიატრი.
ამასთან მიიჩნევა, რომ ადენოიდები ბავშვებს აქტიურად ეზრდებათ 6-8 წლის ასაკამდე, შემდეგ კი განლევას იწყებს და მოზარდობის ასაკისთვის ისინი პრაქტიკულად ქრება.
ხოლო იმისათვის, რომ ადენოიდური ქსოვილის ზრდა შენელდეს, საჭიროა, რომ ბავშვს შესაბამისი პირობები შეუქმნათ. ესენია:
სუფთა და გრილი საძინებელი;
ჰაერის ტემპერატურა ოთახში არაუმეტეს პლუს 20°C-ისა;
ადენოიდებს სხვაგვარად მესამე ნუშურა ჯირკვალსაც უწოდებენ. იგი „თანამოძმე“ ნუშურებთან ერთად პირის ღრუსა და ხახის გასაყარზე დამცავ რგოლს ქმნის, რომელიც აბრკოლებს კიდეც მავნე მიკროორგანიზმების შეჭრას ბრონქებსა და ფილტვებში. ამით ეს რგოლი ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს. ადენოიდური წამონაზარდი მანამდეა სასარგებლო, სანამ ნორმალური ზომისაა და თავის ბარიერულ ფუნქციას ასრულებს. გაზრდილი ადენოიდი კი არამცთუ სასარგებლო არ გახლავთ, ძლიერ საზიანოც კია ბავშვის ორგანიზმისთვის.
ხშირი ინფექციური პროცესები (მაგალითად, გრიპი) ადენოიდური ქსოვილის ანთებას იწვევს. მესამე ნუშურა ჯირკვალი იზრდება და შესაძლოა იმხელა გახდეს, რომ ცხვირის გასავალი დაკეტოს, ან სასმენ მილამდეც კი მიაღწიოს და დაეცოს მას. თუ ასეთი ადენოიდური საცობი წარმოიქმნა, ბავშვს გაუჭირდება ცხვირით სუნთქვა და პირით სუნთქვას დაიწყებს. ამ შემთხვევაში გადიდებული ქსოვილი უკვე ხელს კი არ უშლის ინფექციის ორგანიზმში შეჭრას, არამედ თავად იზიდავს მავნე მიკროორგანიზმებს და მათ გამრავლებას უწყობს ხელს. გადიდებულ ჯირკვლოვან ქსოვილში, მის ნაოჭებსა და ბორცვებში ინფექციური აგენტები ადვილად იბუდებენ, რასაც ხშირი ანგინა, ტრაქეიტი (სასულის ლორწოვანის ანთება) და ბრონქიტი მოჰყვება. ამასთან ბავშვს ხშირად აწუხებს ყურის ტკივილი და სურდო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ექიმი უკვე იძლევა ადენოიდების ამოკვეთის რეკომენდაციას.