ორი ქართული უნივერსიტეტი საუკეთესოთა რეიტინგში მოხვდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. უმაღლესი განათლების სფეროს გლობალურმა ანალიტიკურმა სააგენტო QS Quacquarelli Symonds-მა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგების შედგენითაა დაკავებული, ევროპის განვითარებადი ქვეყნებისა და შუა აზიის უნივერსიტეტების ყოველწლიური ჩამონათვალი QS Emerging Europe and Central Asia University Rankings 2022 გამოაქვეყნა.
გავრცელებული ინფორმაციით, რეიტინგში რეგიონის 450 საუკეთესო უნივერსიტეტი შევიდა. მათ შორის, საქართველოს ორი უმაღლესი სასწავლებელიც — ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი (118-ე ადგილი) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (251-ე ადგილი).
ქართული დამწერლობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება
აღინიშნება, რომ რეიტინგში 134 რუსული უნივერსიტეტი მოხვდა. პირველ ადგილზეა ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც დამაჯერებელ ლიდერობას 2014 წლიდან ინარჩუნებს. უნივერსიტეტმა ქულათა უმაღლესი რაოდენობა მიიღო აკადემიური რეპუტაციისა და დამსაქმებელთა შორის რეპუტაციულ მაჩვენებლებში.
რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი — რუსეთი
კარლის უნივერსიტეტი — ჩეხეთი
სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი — რუსეთი
ტარტუს უნივერსიტეტი — ესტონეთი
იაგელონის უნივერსიტეტი — პოლონეთი
ვარშავის უნივერსიტეტი — პოლონეთი
მასარიკოვის უნივერსიტეტი — ჩეხეთი
ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი — რუსეთი
ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი — რუსეთი
მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური უნივერსიტეტი — რუსეთი
რეიტინგში ასევე შესულია პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებიც, რომელთა შორის რაოდენობით, რუსეთის შემდეგ, ყაზახეთი ლიდერობს — 34 უმაღლესი სასწავლებელი.
რაც შეეხება დანარჩენებს, სია ასე გამოიყურება: სომხეთი — 5 უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი — 7, ბელარუსი — 8, ესტონეთი — 3, ყირგიზეთი — 2, ლატვია — 6, ლიეტუვა — 7, მოლდოვა — 2, ტაჯიკეთი — 1, უზბეკეთი — 4 უნივერსიტეტი.
აღინიშნება, რომ QS Emerging-ი რეიტინგის შესადგენად ათ მაჩვენებელს იყენებს. ესენია:
1.
აკადემიური რეპუტაცია (30%): ხარისხობრივი მაჩვენებელი, რომელიც გამოითვლება უნივერსიტეტების 130 000-ზე მეტი მეცნიერის, მასწავლებლისა და ხელმძღვანელის გამოკითხვის შედეგების საფუძველზე;
2.
რეპუტაცია დამსაქმებელთა შორის (20%): დამსაქმებელი კომპანიების 75.000-ზე მეტი წარმომადგენლის გამოკითხვის შედეგების საფუძველზე გამოთვლილი თვისებრივი მაჩვენებელი;
3.
მასწავლებლებისა და სტუდენტების რაოდენობრივი თანაფარდობა (10%): რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენს მოსწავლეთა რაოდენობის თანაფარდობას მასწავლებელთა საერთო რაოდენობასთან, რაც სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო ჯგუფების სავარაუდო ზომის შესახებ ინფორმაციას იძლევა;
4.
პუბლიკაციების რაოდენობა ერთ მასწავლებელსა და თანამშრომელზე (10%): სამეცნიერო პროდუქტიულობის რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელიც პუბლიკაციების საშუალო რაოდენობას ზომავს ერთ მასწავლებელსა და თანამშრომელზე;
5.
ციტირების რაოდენობა თითო პუბლიკაციაზე (5%): სამეცნიერო პროდუქტიულობის რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელიც ზომავს ციტირების საშუალო რაოდენობას ერთ პუბლიკაციაზე;
6.
უცხოელი პერსონალის წილი (2,5%): ინტერნაციონალიზაციის ორი რაოდენობრივი ინდიკატორიდან ერთ-ერთი. წარმოადგენს უცხოელი პერსონალის რაოდენობის თანაფარდობას მასწავლებლების საერთო რაოდენობასთან და მიუთითებს უნივერსიტეტის უნარზე, მიიზიდოს ნიჭიერი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან;
7.
უცხოელი სტუდენტების წილი (2,5%): ინტერნაციონალიზაციის ორი რაოდენობრივი ინდიკატორიდან მეორე. წარმოადგენს უცხოელი სტუდენტების რაოდენობის თანაფარდობას საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების რაოდენობასთან და მიუთითებს უნივერსიტეტის უნარზე, მიიზიდოს ნიჭიერი ადამიანები მთელი მსოფლიოდან;
8.
სამეცნიერო ხარისხის მქონე მასწავლებლებისა და პერსონალის წილი (5%): რაოდენობრივი მაჩვენებელი, წარმოადგენს აკადემიური ხარისხის მქონე პერსონალის რაოდენობრივ თანაფარდობას მასწავლებელთა საერთო რაოდენობასთან;
9.
საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციების სიღრმე (10%): რაოდენობრივი ინდიკატორი, რომელიც ზომავს საერთაშორისო აკადემიურ წრეებში კონტაქტების სიღრმის ხარისხს;
10.
ვებ-იმპაქტი/ყოფნა ონლაინ-გარემოში (10%): რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელიც ზომავს უნივერსიტეტის გავლენის ხარისხს ონლაინ გარემოში Webometrics-ის მონაცემების მიხედვით.
რეიტინგის სრული ვერსია ხელმისაწვდომია საიტზე www.TopUniversities.com
ყველა ახალი ამბავი
0