https://sputnik-georgia.com/20210923/harvardshi-qartvelologiis-programa-amoqmeddeba-259827721.html
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება
Sputnik საქართველო
ქართველოლოგიის პროგრამას ამერიკელი მეცნიერი, ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს. 23.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-23T12:49+0400
2021-09-23T12:49+0400
2021-09-23T16:39+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/32/234023297_0:67:1000:630_1920x0_80_0_0_28d55c2db03c762be39d94e89233cf1f.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტში განხორციელდება საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები, რაც „ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან“.ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდა აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელება 2022 წლის თებერვლიდან დაიწყება. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი, ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით.ღარიბაშვილმა ქართველოლოგიის ახალი პროგრამის ხელმძღვანელებს საჩუქრად გადასცა უნიკალური ინგლისურენოვანი სამტომეული გამოცემა – „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“, რომლის ავტორიც ქართული მუსიკისა და ფოლკლორის მკვლევარი, გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილია. ქართველოლოგიის პროგრამის პირველ ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს.„ჩვენ ჩავატარებთ ბევრ სემინარს, კონფერენციას, ჰარვარდის კამპუსში მოვიწვევთ ქართველ მეცნიერებს. ჩვენ სტუდენტებს გამოვგზავნით საქართველოში. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია – შევქმნათ ამერიკელი მეცნიერების კადრები, რომლებიც შეისწავლიან საქართველოს ისტორიას, პოლიტიკას, კულტურას“, – განაცხადა ქართველოლოგიის პროგრამის დირექტორმა სტივენ ჯონსმა.პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით განხორციელდება.
https://sputnik-georgia.com/20190826/sisxlis-yvelaze-saxifaTo-jjgufi-246324912.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/32/234023297_36:0:964:696_1920x0_80_0_0_235c9036b9890f96c8d9bdcb0a301880.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , აშშ
საზოგადოება, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , აშშ
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება
12:49 23.09.2021 (განახლებულია: 16:39 23.09.2021) ქართველოლოგიის პროგრამას ამერიკელი მეცნიერი, ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტში განხორციელდება საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები, რაც „ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან“.
ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდა აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
„მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრისა და ყველა იმ ადამიანის, რომლებიც ამ ისტორიული მოვლენის ხორცშესხმაში მონაწილეობდნენ. ეს პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, მეცნიერებაში შეტანილი წვლილის, ასევე მისი თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელება 2022 წლის თებერვლიდან დაიწყება. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი, ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით.
ღარიბაშვილმა ქართველოლოგიის ახალი პროგრამის ხელმძღვანელებს საჩუქრად გადასცა უნიკალური ინგლისურენოვანი სამტომეული გამოცემა – „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“, რომლის ავტორიც ქართული მუსიკისა და ფოლკლორის მკვლევარი, გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილია.
ქართველოლოგიის პროგრამის პირველ ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს.
„ჩვენ ჩავატარებთ ბევრ სემინარს, კონფერენციას, ჰარვარდის კამპუსში მოვიწვევთ ქართველ მეცნიერებს. ჩვენ სტუდენტებს გამოვგზავნით საქართველოში. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია – შევქმნათ ამერიკელი მეცნიერების კადრები, რომლებიც შეისწავლიან საქართველოს ისტორიას, პოლიტიკას, კულტურას“, – განაცხადა ქართველოლოგიის პროგრამის დირექტორმა სტივენ ჯონსმა.
პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით განხორციელდება.