Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

53 გარდაცვლილი: როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია
ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.278-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 898.079-ს მიაღწია.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.278 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.444 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 472, შიდა ქართლი – 286, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 231, აჭარა – 189, კახეთი – 188, ქვემო ქართლი – 175, სამცხე-ჯავახეთი – 103, მცხეთა-მთიანეთი – 86, გურია – 81, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.890 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 844.875-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 53 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 12.879-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 40.299 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.887 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.336, იმერეთში – 1.240, აჭარაში – 509.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 15 დეკემბერი
1.472 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 323 პირი, მათგან თბილისში – 170, აჭარაში – 38, იმერეთში – 32. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.144 ადამიანი, მათ შორის 731 – თბილისში, 261 – აჭარაში. 33.268 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათგან თბილისში – 32, აჭარაში – ერთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36.404 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.278-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 898.079-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0