Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 15 დეკემბერი

© AP Photo / Anupam Nathტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 844.875 ადამიანი; ჩატარებულია 2.336.951 აცრა, ერთ დღეში აცრილია 10.981 ადამიანი.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.278-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 898.079-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 844.875 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.890), გარდაიცვალა – 12.879 (ბოლო 24 საათში – 53). კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.887 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.144 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 50.585 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31.630, PCR–ტესტით – 18.955.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,48%, ბოლო 14 დღის – 7,46%, ბოლო 7 დღის – 6,96%.
სულ ჩატარებულია 2.336.951 აცრა, ერთ დღეში აცრილია 10.981 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0