საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კენჭისყრაზე გადის

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
სახელმწიფო ბიუჯეტის მისაღებად საქართველოს პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ოთხშაბათს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს დაამტკიცებენ.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს ფინანსთა მინისტრი, რომელიც მთავარი საფინანსო დოკუმენტის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრებს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხის გარდა, დეპუტატები ასევე მოისმენენ ინფორმაციას ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ (2022-2025 წლები), მათ უნდა დაამტკიცონ დადგენილება საქართველოს თავდაცვის ძალების რიცხოვნობის შესახებ, იმსჯელონ დაჩქარებული წესით განსახილველ სხვა კანონპროექტებზე.
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
საქართველოს პარლამენტის საფინანსო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მოიწონა
სახელმწიფო ბიუჯეტის მისაღებად სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტის მიღება მმართველ პარტია" ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ოპოზიციის გარეშე შეუძლია, რომელსაც პარლამენტში 80 დეპუტატზე მეტი ჰყავს.
2022 წლის ბიუჯეტის სიახლეებს შორისაა პენსიების, ჩინოვნიკებისა და პედაგოგების ხელფასების გაზრდა. ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებად რჩება ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლება.
ყველა ახალი ამბავი
0