საქართველოს პარლამენტის საფინანსო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მოიწონა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
დოკუმენტის დამტკიცება 15 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე იგეგმება.
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარასკევს ქვეყნის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას დაუჭირა მხარი.
დოკუმენტის დამტკიცება საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე ოთხშაბათს, 15 დეკემბერს იგეგმება.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო რედაქციაში გათვალისწინებულია პარლამენტის წინადადებები და რეკომენდაციები. შედეგად გაზრდილია პრაქტიკულად ყველა სამინისტროსა და უწყების დაფინანსება.
რა მონაცემების საფუძველზე შემუშავდა ბიუჯეტი
სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის თანახმად, 2022 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ის ზრდა 6,0%-ის დონეზე. უახლოეს წლებში კი საშუალოდ 5,5%-ის დონეზე. ამასთან, ეკონომიკური ზრდის განახლებული მაჩვენებელი წელს 10%-ია.
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესწორებები მიიღო
აღნიშნული პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში ეკონომიკის ზრდის შესახებ.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი – ბიუჯეტის დეფიციტი მომავალ წელს მშპ-ის 4,2% იქნება. დეფლატორი დაგეგმილია 4,5%-ის დონეზე.
ნომინალური მშპ პროგნოზირებულია 64,8 მილიარდი ლარის დონეზე.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯი
საგადასახადო შემოსულობები 2022 წელს მშპ-ის 23,5% იქნება და ამავე დონეს შეინარჩუნებს მომდევნო წლებში. პროგნოზის თანახმად, 2022 წელს ხარჯი 14,2 მლრდ ლარი იქნება, რაც მშპ-ის 22,8%-ს შეადგენს. იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდება 2023 წელს, 2024-2025 წლებში კი მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთება.
2022 წელს კაპიტალური ხარჯი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, 5,5 მლრდ დოლარის (მშპ-ის 8,5%) დონეზეა ნავარაუდევი. მომდევნო წლებში, საბიუჯეტო კონსოლიდაციის შედეგად, კაპიტალური ხარჯი შემცირდება და მშპ-ის 7,0-7,1%-ის დიაპაზონში იქნება.
2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-ის 51,7%-ის დონეზეა ნავარაუდევი.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
თბილისის ბიუჯეტი 2022 წელს 1,4 მილიარდ ლარამდე გაიზრდება
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები იქნება 19,2 მლრდ ლარი, მათ შორის საბიუჯეტო სახსრები – 17,3 მლრდ ლარი, დონორების მხრიდან დაფინანსება კი – 1,9 მლრდ ლარი.
2022 წელს შედარებით მეტ დაფინანსებას მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (6 მლრდ ლარი), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (2,9 მლრდ ლარი), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (1,7 მლრდ ლარი).
სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის თანახმად, მთავრობა გეგმავს პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოყოფილი ხარჯის შემცირებას. 2021 წელს კორონავირუსის პანდემიის სამართავად (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზაცია, მკურნალობის ხარჯი, ტესტირება და გამოკვლევები, ვაქცინაცია და სხვ.) გამოყოფილი თანხა შეადგენს 810 მლნ ლარს. ამ წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, მომავალ წელს ბიუჯეტი 310 მლნ ლარით მცირდება და ის 500 მლნ ლარი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0