https://sputnik-georgia.com/20211214/turnava-azerbaijani-mnisvnelovani-bazaria-qartuli-eqsportistvis-262851819.html
ნათია თურნავა: აზერბაიჯანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბაზარია ქართული ექსპორტისთვის
ნათია თურნავა: აზერბაიჯანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბაზარია ქართული ექსპორტისთვის
Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 14.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-14T17:14+0400
2021-12-14T17:14+0400
2021-12-14T22:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0e/251463205_0:102:1967:1208_1920x0_80_0_0_c882a3dd0ec565d01e571c8f335e33dc.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანი კვლავაც რჩება საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აზერბაიჯანში ვიზიტისას.აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა აზერბაიჯანელ კოლეგას მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. მინისტრებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბაზარია ქართული ექსპორტისთვის.„მე კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა, რომ მესაუბრა ქართული პროდუქციის უფრო თავისუფალი შესვლის რეჟიმზე აზერბაიჯანის ბაზარზე. ამ კუთხით ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხია, რომლის გადაწყვეტასაც ჩემი კოლეგა შემპირდა", – განაცხადა ნათია თურნავამ.მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მსხვილ რეგიონულ პროექტებზე როგორც საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივ, ისე საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, რომელიც წლებია აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს.ამ მხრივ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ბიზნეს-ფორუმების ჩატარების მნიშვნელობას, რომლებიც 2012 წლიდან იმართება და წელს უკვე მეექვსედ შეახვედრებს ერთმანეთს სამი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს.„ჩვენ, სამ ქვეყანას – საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს გვაქვს ძალიან ბევრი ერთობლივი მსხვილი რეგიონული პროექტი – ნავთობის და გაზის, რკინიგზის სფეროში. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გავცვალოთ შეხედულებები, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და, რაც მთავარია, მეტი კონტაქტები დავამყაროთ ქართულ და აზერბაიჯანულ ბიზნესებს შორის", – აღნიშნა ნათია თურნავამ.სხვადასხვა სექტორში საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმაც.დღევანდელ ბიზნეს-ფორუმს რაც შეეხება, ჯაბაროვის თქმით, ეს არის კარგი შესაძლებლობა სამმხრივი პროექტების იდენტიფიცირების კუთხით, რადგან ქვეყნებს შორის ვაჭრობა ყოველწლიურად სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს.„დარწმუნებული ვართ, რომ სამივე ქვეყნის საქმიანი წრეებისთვის სასარგებლო პროცესში ბიზნესებს შორის კონტაქტების გაღრმავება განამტკიცებს რეგიონულ თანამშრომლობას", – განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა.საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, აგრეთვე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.
https://sputnik-georgia.com/20211213/natia-turnava-baqoshi-gemgzavra-262818246.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0e/251463205_110:0:1857:1310_1920x0_80_0_0_cf6e0a338cbdee2639bc8e3afbf88330.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ნათია თურნავა: აზერბაიჯანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბაზარია ქართული ექსპორტისთვის
17:14 14.12.2021 (განახლებულია: 22:23 14.12.2021) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანი კვლავაც რჩება საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აზერბაიჯანში ვიზიტისას.
აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა აზერბაიჯანელ კოლეგას მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. მინისტრებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
„აზერბაიჯანი კვლავაც რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად, უფრო ზუსტად, რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა – 2021 წლის 10 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 16 პროცენტით, ხოლო ექსპორტი აზერბაიჯანში 22 პროცენტით გაიზარდა", – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბაზარია ქართული ექსპორტისთვის.
„მე კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა, რომ მესაუბრა ქართული პროდუქციის უფრო თავისუფალი შესვლის რეჟიმზე აზერბაიჯანის ბაზარზე. ამ კუთხით ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხია, რომლის გადაწყვეტასაც ჩემი კოლეგა შემპირდა", – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მსხვილ რეგიონულ პროექტებზე როგორც საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივ, ისე საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, რომელიც წლებია აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს.
ამ მხრივ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ბიზნეს-ფორუმების ჩატარების მნიშვნელობას, რომლებიც 2012 წლიდან იმართება და წელს უკვე მეექვსედ შეახვედრებს ერთმანეთს სამი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს.
„ჩვენ, სამ ქვეყანას – საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს გვაქვს ძალიან ბევრი ერთობლივი მსხვილი რეგიონული პროექტი – ნავთობის და გაზის, რკინიგზის სფეროში. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გავცვალოთ შეხედულებები, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და, რაც მთავარია, მეტი კონტაქტები დავამყაროთ ქართულ და აზერბაიჯანულ ბიზნესებს შორის", – აღნიშნა ნათია თურნავამ.
სხვადასხვა სექტორში საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმაც.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას მზარდი ხასიათი აქვს. ამასთან, ჩვენ კვლავ ვმუშაობთ თანამშრომლობის გაფართოებაზე ყველა მიმართულებით, მათ შორისაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ვაჭრობა, ორმხრივი ინვესტიციები", – თქვა მიქაელ ჯაბაროვმა.
დღევანდელ ბიზნეს-ფორუმს რაც შეეხება, ჯაბაროვის თქმით, ეს არის კარგი შესაძლებლობა სამმხრივი პროექტების იდენტიფიცირების კუთხით, რადგან ქვეყნებს შორის ვაჭრობა ყოველწლიურად სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს.
„დარწმუნებული ვართ, რომ სამივე ქვეყნის საქმიანი წრეებისთვის სასარგებლო პროცესში ბიზნესებს შორის კონტაქტების გაღრმავება განამტკიცებს რეგიონულ თანამშრომლობას", – განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, აგრეთვე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.