თბილისსა და ელ-ქუვეითს შორის რეგულარული ფრენების სიხშირე იზრდება

© Jazeera Airwaysავიაკომპანია Jazeera Airways-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Jazeera Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა განაახლა, ხოლო 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გახსნა.
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. ქუვეითური ლოუკოსტერი Jazeera Airways საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
2022 წლის 1 იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით, ელ-ქუვეითი-თბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე დამატებითი რეგულარული ფრენები ყოველ ორშაბათს და შაბათს შესრულდება. ჯამში, მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, Jazeera Airways-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Jazeera Airways-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარიულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებსა და განრიგებს.
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ფრენებს უახლოეს მომავალში განაახლებს
ავიაკომპანია Jazeera Airways-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2018 წელს დაიწყო. კომპანია ჩარტერულ რეისებს ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.
საქართველომ საერთაშორისო ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 1 თებერვალს აღადგინა. Jazeera Airways-მა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები 3 ივნისს განაახლა.
დღეისათვის უცხოელებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოკვეთა შეუძლიათ უარყოფითი PCR-ტესტის ქონის შემთხვევაში, ანდა სრული (ორჯერადი) ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთისას საჭიროა როგორც უარყოფითი PCR-ტესტი, ისე სრული (ორჯერადი) ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ყველა ახალი ამბავი
0