https://sputnik-georgia.com/20211214/myway-airlines-frenebs-momavalshi-ganaaxlebs-262846201.html
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ფრენებს უახლოეს მომავალში განაახლებს
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ფრენებს უახლოეს მომავალში განაახლებს
Sputnik საქართველო
Myway Airlines ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც მგზავრთა და ტვირთების გადაზიდვა–გადაყვანის ოპერაციებს ახორციელებს. 14.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-14T14:19+0400
2021-12-14T14:19+0400
2021-12-14T19:43+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260148398_0:0:3306:1861_1920x0_80_0_0_bdf0692e3e245924879826ddc5b28b6e.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Myway Airlines-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის საფუძველზეც ავიაკომპანია ფრენების განახლებას უახლოეს მომავალში შეძლებს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კერძოდ, სასამართლომ შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილება, რომელიც Myway Airlines-ს ავიარეისების განხორციელებას უკრძალავდა.5 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ განცხადება გაავრცელა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა კომპანიის აქციების 89%-ის მიყიდვა უცხოეთის მოქალაქისთვის, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. კანონის თანახმად, საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე ან ქვეყანაში დაფუძნებული იურიდიული პირი ფლობს აქციების 50%-ზე მეტს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს გაასაჩივრა.MyWay Airlines საქართველოში ჩინურმა Hualing Group-მა 2018 წელს დააარსა. იმავე წლის ნოემბერში საქართველოში ჩინეთიდან ჩამოიყვანეს 43,4 მლნ დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავი. პირველი ავიარეისი კომპანია 2019 წლის მარტის ბოლოს თეირანის მიმართულებით შეასრულა.
https://sputnik-georgia.com/20211209/myway-airlines-aviaciis-saagentos-ucivis-262730310.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260148398_318:0:3049:2048_1920x0_80_0_0_f5a47fa2031260eab22f90ec9a467f02.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ფრენებს უახლოეს მომავალში განაახლებს
14:19 14.12.2021 (განახლებულია: 19:43 14.12.2021) Myway Airlines ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც მგზავრთა და ტვირთების გადაზიდვა–გადაყვანის ოპერაციებს ახორციელებს.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Myway Airlines-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის საფუძველზეც ავიაკომპანია ფრენების განახლებას უახლოეს მომავალში შეძლებს,
ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სასამართლომ შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილება, რომელიც Myway Airlines-ს ავიარეისების განხორციელებას უკრძალავდა.
5 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ განცხადება გაავრცელა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა კომპანიის აქციების 89%-ის მიყიდვა უცხოეთის მოქალაქისთვის, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. კანონის თანახმად, საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე ან ქვეყანაში დაფუძნებული იურიდიული პირი ფლობს აქციების 50%-ზე მეტს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს გაასაჩივრა.
MyWay Airlines საქართველოში ჩინურმა Hualing Group-მა 2018 წელს დააარსა. იმავე წლის ნოემბერში საქართველოში ჩინეთიდან ჩამოიყვანეს 43,4 მლნ დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავი. პირველი ავიარეისი კომპანია 2019 წლის მარტის ბოლოს თეირანის მიმართულებით შეასრულა.