ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობა: შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ჯარისკაცების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და პირადი ღირსების შემლახავ ქმედებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი დიმიტრი დევდარიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ხუთი წლით პატიმრობა შეუფარდა. ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს, იუწყება „პირველი არხი“.
ადვოკატ დავით ჩხაიძის თქმით, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ დევდარიანი ჯარისკაცების ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილში გაამართლა.
აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებულია ამავე დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი გიორგი ბიჩელაშვილი. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით სამხედროების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. იგი საქმის სამ ეპიზოდში ფიგურირებს. ბიჩელაშვილმა უარი განაცხადა ნაფიც მსაჯულებზე, შესაბამისად, მის ბედს თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტს. ბიჩელაშვილი ბრალდების არცერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობა: ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
კერძოდ, 2020 წლის მარტში დევდარიანი სამხედროებს სპეციალური ეკიპირებით, რომელიც 10 კილოგრამს იწონის, ორი საათის განმავლობაში მუხლზე დამდგარს აიძულებდა, კბილის ჯაგრისით გაეხეხათ ყაზარმის საპირფარეშოს იატაკი.
ორი თვის შემდეგ, მაისში მან გაიმეორა მსგავსი ქმედება სხვა სამხედროების მიმართ და მათ საპირფარეშოს ხეხვა 11 საათის განმავლობაში აიძულა.
აპრილში სასამართლო მოსმენაზე ცნობილი გახდა, რომ საქმეში ობიექტების დაცვის დეპარტამენტის კიდევ თანამშრომელი, ბიჩელაშვილისა და დევდარიანის უშუალო უფროსი ფიგურირებდა. მაგრამ მარტის ბოლოს მან თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე რვა თვით ადრე ის გამოძიებამ დაკითხა.
ყველა ახალი ამბავი
0