ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობა: ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
გამოწერა
არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისთვის დაკავებულებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. იაღლუჯას საწვრთნელ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის დიმიტრი დევდარიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი დაიწყო. 

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ახალწვეულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულია შსს-ს ორი თანამშრომელი დიმიტრი დევდარიანი და გიორგი ბიჩელაშვილი. 8 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესზე დევდარიანმა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მხრიდან განხილვაზე თანხმობა განაცხადა, ბიჩიაშვილი კი წინააღმდეგი წავიდა. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მაქსიმუმ 12 ადამიანისგან შედგება.

საბრალდებო ვერდიქტის გამოსატანად ხმათა სამი მეოთხედია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იყოს ცნობილი. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეში კი განაჩენის გამოტანისას სასამართლო უნდა შედგებოდეს 12 ნაფიცი მსაჯულისგან და ვერდიქტი აუცილებლად ერთსულოვანი უნდა იყოს.

დევდარიანის ადვოკატის დავით ჭიკაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„დღევანდელ სხდომაზე დაიწყება ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად პროცედურული საკითხების, მათ შორის, კითხვარების განსაზღვრა. დავით დევდარიანი დუმილის უფლებას იყენებს. იგი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენებას აუცილებლად მისცემს. ჩვენ მისი უდანაშაულობის დამტკიცებას შევეცდებით“, – განაცხადა ჭიკაიძემ ჟურნალისტებთან. 

თბილისის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
შსს-ს ერთ-ერთი ბრალდებული თანამშრომლის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

კერძოდ, 2020 წლის მარტში დევდარიანი სამხედროებს სპეციალური ეკიპირებით, რომელიც 10 კილოგრამს იწონის, ორი საათის განმავლობაში მუხლზე დამდგარს აიძულებდა, კბილის ჯაგრისით გაეხეხათ ყაზარმის საპირფარეშოს იატაკი.

ორი თვის შემდეგ, 2020 წლის მაისში მან გაიმეორა მსგავსი ქმედება სხვა სამხედროების მიმართ და მათ საპირფარეშოს ხეხვა 11 საათის განმავლობაში აიძულა.

დევდარიანი ასევე გადის სამხედრო მოსამსახურის ცემის ეპიზოდში 2020 წლის ივლისში.

მეორე დაკავებულს ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებით სამხედროების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ის სამ ეპიზოდში ფიგურირებს.

შსს-ს გენერალური ინსპექციის ინფორმაციით, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები დასტურდება ათეულობით მოწმის პირდაპირი ჩვენებებით, ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ფოტო-მტკიცებულებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით და სხვა მტკიცებულებებით.

აპრილში სასამართლო მოსმენაზე ცნობილი გახდა, რომ საქმეში ობიექტების დაცვის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი, ბიჩელაშვილისა და დევდარიანის უშუალო უფროსი ფიგურირებდა. მარტის ბოლოს მან თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე რვა თვით ადრე ის დაიკითხა.

ყველა ახალი ამბავი
0