Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველო ვაქცინაციის პროგრამის გასაგრძელებლად ევროკავშირისგან თანხას მიიღებს

© photo: Sputnik / Stringerვაქცინაცია საქართველოში
ვაქცინაცია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
გამოყოფილი თანხა გამიზნულია პანდემიასთან ბრძოლისთვის სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის გაძლიერების გზით.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ევროკომისიამ გაზარდა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის დახმარების ოდენობა 40 მილიონიდან 75 მილიონ ევრომდე, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში გამოიყენება, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
ევროკომისიამ პოლონეთის მთავრობასთან ერთად შეიმუშავა ინოვაციური შეთანხმება რეგიონში ვაქცინებზე თანაბარი წვდომის გაზრდის მიზნით. 35 მილიონი ევროს ღირებულების შეთანხმება მიზნად ისახავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებას.
გამოყოფილი 35 მილიონი დაემატა 40 მლნ ევროს ღირებულების მხარდაჭერის პირველ პაკეტს, რომელიც ჯანმოსთან პარტნიორობით მიმდინარე წლის თებერვალში მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციისთვის ქვეყნების დაუყოვნებლივი მზადყოფნის გაზრდის მიზნით ამოქმედდა
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
რატომ ამბობს მოსახლეობა უარს ვაქცინაციაზე?
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებში არსებული გასაზიარებელი ვაქცინების ხელმისაწვდომი დოზების განაწილებას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში წარმოქმნილი საჭიროებების შესაბამისად, ასევე ზედამხედველობას გაუწევს ვაქცინების მწარმოებლებთან ნებისმიერ საჭირო შეთანხმებებს.
ხელახალი შესყიდვის შემთხვევაში პოლონეთის განვითარების ბანკი (BGK) გამოიყენებს ევროკავშირის შენატანს ვაქცინებთან დაკავშირებით დონორი წევრი სახელმწიფოებისთვის კომპენსაციის გასაწევად არაკომერციულ საფუძველზე. პროგრამა გაგრძელდება 2023 წლის ივნისამდე ან ევროკავშირის შენატანის ამოწურვამდე.
გამოყოფილი სახსრები გამიზნულია პანდემიასთან ბრძოლისთვის სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის გაძლიერების გზით. ჯანმოს მონაცემებით, 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში აღნიშნულ ექვს ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგოდ სრულად ვაქცინირებულთა საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 28,7%-ს აღწევს, ჯანდაცვის მუშაკებს შორის ეს რიცხვი 70,3%-ია.
აღნიშნული მექანიზმი დაეხმარება პარტნიორ ქვეყნებს, მიუახლოვდნენ ჯანმოს ვაქცინაციის გლობალური სტრატეგიის მიზნებს: თითოეული ქვეყნის მოსახლეობის 40% – 2021 წლის ბოლომდე და 70% – 2022 წლის შუა პერიოდისთვის.
COVID-19 - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
„ომიკრონით“ პირველი პაციენტი გარდაიცვალა
13 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად (ორჯერადად) აცრილია 1.047.569 ადამიანი, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 36,5%-ს შეადგენს.
ამ მექანიზმის ფარგლებში უახლოეს კვირებში გათვალისწინებულია პორტუგალიიდან სომხეთში პირველი პარტიის მიწოდება. არაერთმა სხვა წევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის კრიზისის დაძლევას და სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ვაქცინების ყველა ადმინისტრირებული დოზის დაახლოებით მესამედი ევროკავშირის მიერ არის უზრუნველყოფილი – ან ვაქცინების პირდაპირი გაზიარებით, ან ირიბი გზით, COVAX-პლატფორმის საშუალებით.
ყველა ახალი ამბავი
0