https://sputnik-georgia.com/20210921/ratom-ambobs-mosaxleoba-uars-vaqcinaciaze-259771839.html
რატომ ამბობს მოსახლეობა უარს ვაქცინაციაზე?
რატომ ამბობს მოსახლეობა უარს ვაქცინაციაზე?
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ ყველა ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა. 21.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-21T15:38+0400
2021-09-21T15:38+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1c/251594070_0:160:3071:1887_1920x0_80_0_0_4d93e6d3521522b41deeae1bdd6fd8be.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეების უმეტესი ნაწილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს გვერდითი მოვლენების შიშის, შესაძლო უნაყოფობის, სიკვდილის ან მუტაციური ცვლილებების გამო აცხადებს, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.„საქსტატმა“ გამოაქვეყნა „ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე კორონავირუსის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევა“. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 31,4% აცრის ჩატარებას არ აპირებს.ვაქცინაციის ტემპი საგანგაშოა: მედიკოსები მოქალაქეებს მიმართავენ>>სპეციალისტები განმარტავენ, რომ მოქალაქეების ამგვარი დამოკიდებულება ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის დეფიციტს უკავშირდება.ეპიდემიოლოგ ხათუნა ზახაშვილის თქმით, ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა და თეორიები მათი მავნე გავლენის შესახებ მხოლოდ პანდემიის დამარცხებას უშლის ხელს.კვლევის თანახმად, უარყოფითად განწყობილთა 58,1% ვაქცინაციისგან თავშეკავების მიზეზად შესაძლო გვერდით მოვლენებს ასახელებს, 37,5%-ს უნაყოფობისა და სიკვდილის ეშინია, 36,5% მიიჩნევს, რომ ვაქცინა სწრაფად შეიქმნა, ახალია და არასაკმარისად შესწავლილი, 17,9% ვაქცინების კონკრეტულ ბრენდებს უცხადებს უნდობლობას, 8,5% უარის მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებს, 7,5%-მა კორონავირუსი გადაიტანა და მიაჩნია, რომ არ უნდა აიცრას, ხოლო 1%-სთვის ვაქცინაცია მათ რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება.ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 1.671.295 აცრა.
https://sputnik-georgia.com/20210921/gaxdeba-tu-ara-acra-savaldebulo-gamyrelize-259763986.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1c/251594070_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7cb412ff42e387236d0c38fab5246958.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
რატომ ამბობს მოსახლეობა უარს ვაქცინაციაზე?
15:38 21.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ ყველა ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეების უმეტესი ნაწილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარს გვერდითი მოვლენების შიშის, შესაძლო უნაყოფობის, სიკვდილის ან მუტაციური ცვლილებების გამო აცხადებს, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
„საქსტატმა“ გამოაქვეყნა „ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე კორონავირუსის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევა“. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 31,4% აცრის ჩატარებას არ აპირებს.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ მოქალაქეების ამგვარი დამოკიდებულება ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის დეფიციტს უკავშირდება.
ეპიდემიოლოგ ხათუნა ზახაშვილის თქმით, ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა და თეორიები მათი მავნე გავლენის შესახებ მხოლოდ პანდემიის დამარცხებას უშლის ხელს.
21 სექტემბერი 2021, 13:08
კვლევის თანახმად, უარყოფითად განწყობილთა 58,1% ვაქცინაციისგან თავშეკავების მიზეზად შესაძლო გვერდით მოვლენებს ასახელებს, 37,5%-ს უნაყოფობისა და სიკვდილის ეშინია, 36,5% მიიჩნევს, რომ ვაქცინა სწრაფად შეიქმნა, ახალია და არასაკმარისად შესწავლილი, 17,9% ვაქცინების კონკრეტულ ბრენდებს უცხადებს უნდობლობას, 8,5% უარის მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებს, 7,5%-მა კორონავირუსი გადაიტანა და მიაჩნია, რომ არ უნდა აიცრას, ხოლო 1%-სთვის ვაქცინაცია მათ რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 1.671.295 აცრა.