https://sputnik-georgia.com/20211214/qutaisis-aeroprotsi-mgzavrtnakadi48-procentit-ardga-262839589.html
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 48%-ით, რეისების რაოდენობა კი 65%-ით აღდგა
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 48%-ით, რეისების რაოდენობა კი 65%-ით აღდგა
Sputnik საქართველო
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოთხი ლოუკოსტერის თვითმფრინავებით რეისები 11 ქვეყანაში 23 მიმართულებით ხორციელდება. 14.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-14T12:18+0400
2021-12-14T12:18+0400
2021-12-14T17:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
საქართველოს ეკონომიკა
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500274_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_5e1c6b7e6bae25a3cb7bda1a1737b7c2.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, მიუხედავად პანდემიისა, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი ნოემბერში, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით, 48%-ით, რეისების რაოდენობა კი 65%-ით აღდგა.კერძოდ, 2021 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 34.217 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის ამავე დროს კი – 72.032 მგზავრს.მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ უფრო დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხით.ნოემბერში აეროპორტში რეისების 65% აღდგა და აეროპორტი მოემსახურა 165 რეისს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 250 რეისი იყო შესრულებული.ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხი ავიაკომპანია 11 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. 15 დეკემბრიდან ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ახალი ავიაკომპანიაც Wizz Air Abu Dhabi იწყებს. ეს არის პირველი შვილობილი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა Wizz Air-მა ევროპის გარეთ დააფუძნა. უწყების ინფორმაციით, მისი ბაზა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მდებარეობს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს ასრულებს აბუ-დაბიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით.
https://sputnik-georgia.com/20211210/qytaissa-da-abudabis-shoris-prenebi-iwyeba-262740587.html
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500274_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_b3a06c9d88c521e4ed956d4152436a11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , საქართველოს ეკონომიკა, ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , საქართველოს ეკონომიკა, ავიამიმოსვლა საქართველოში
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 48%-ით, რეისების რაოდენობა კი 65%-ით აღდგა
12:18 14.12.2021 (განახლებულია: 17:01 14.12.2021) ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოთხი ლოუკოსტერის თვითმფრინავებით რეისები 11 ქვეყანაში 23 მიმართულებით ხორციელდება.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, მიუხედავად პანდემიისა, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი ნოემბერში, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით, 48%-ით, რეისების რაოდენობა კი 65%-ით აღდგა.
კერძოდ, 2021 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 34.217 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის ამავე დროს კი – 72.032 მგზავრს.
მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ უფრო დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხით.
ნოემბერში აეროპორტში რეისების 65% აღდგა და აეროპორტი მოემსახურა 165 რეისს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 250 რეისი იყო შესრულებული.
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხი ავიაკომპანია 11 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. 15 დეკემბრიდან ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ახალი ავიაკომპანიაც Wizz Air Abu Dhabi იწყებს. ეს არის პირველი შვილობილი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა Wizz Air-მა ევროპის გარეთ დააფუძნა. უწყების ინფორმაციით, მისი ბაზა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მდებარეობს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს ასრულებს აბუ-დაბიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით.