ქუთაისსა და აბუ-დაბის შორის პირდაპირი ფრენები იწყება

CC BY 2.0 / Bartlomiej Mostek / Airbus A320-232 (WL)ავიაკომპანია Wizz Air
ავიაკომპანია Wizz Air - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
გამოწერა
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან პირველ რეისს ბლოგერები, ინფლუენსერები და ჟურნალისტები ჩამოჰყვებიან.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. 15 დეკემბრიდან ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი ავიარეისები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ისტორიაში პირველად განხორციელდება.
აბუ-დაბიდან ქუთაისში და პირიქით პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.
ავიაკომპანია Flydubai - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
ავიახაზებმა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან თბილისისკენ ახალი რეისები დაამატეს
აბუ-დაბის მიმართულებით ფრენებს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ეს არის პირველი შვილობილი კომპანია, რომელიც WizzAir-მა ევროპის საზღვრებს გარეთ შექმნა. ავიაკომპანიის პარკი მთლიანად დაკომპლექტებულია ახალი თვითმფრინავებით Airbus A321neo.

„15 დეკემბრიდან ქუთაისსა და აბუ-დაბის შორის იწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგანაც პირველად ისტორიაში მოხდება ამ ორი ქალაქის საჰაერო გზით დაკავშირება. ვიმედოვნებთ, რომ გაზრდილი ტურისტული პოტენციალი დადებითად იმოქმედებს იმერეთის რეგიონზე, ვიზიტორები კვლავ დაუბრუნდებიან ჩვენს ქვეყანას და კიდევ არაერთხელ აღმოაჩენენ იმერეთის რეგიონისა და, ზოგადად, საქართველოს ხიბლს“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

ახალი მიმართულების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით აბუ-დაბიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების და ავიაკომპანია WizzAir-ის პარტნიორობით გაიმართა ახალი მიმართულების პრეზენტაცია – ,,საქართველო, როგორც სამოგზაურო და ბიზნესის მიმართულება“.
აბუ-დაბიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 15 დეკემბერს შესრულებულ პირველ რეისს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბლოგერები, ინფლუენსერები და ჟურნალისტები ჩამოჰყვებიან, რომლებიც იმერეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და საქართველოს შესახებ სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ.
ყველა ახალი ამბავი
0