https://sputnik-georgia.com/20211214/pedofiliasi-braldebul-or-mamakacs-patimroba-seefarda-262861357.html
პედოფილიაში ბრალდებულ ორ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
პედოფილიაში ბრალდებულ ორ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
მამაკაცებს ბრალად ედებათ 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირი და ოჯახის წევრის გაუპატიურება. 14.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-14T20:18+0400
2021-12-14T20:18+0400
2021-12-14T23:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058955_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_b627af5f119f188f961bf9417cfe6dd9.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი გოგონას (9 და 12 წლის) გაუპატიურებაში ბრალდებულ ორ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატმა სოფო გოგლიჩიძემ განაცხადა.ბრალდებულების დაკავების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი გოგონების მამაა, ცნობილი გახდა ორშაბათს. მათ ბრალი წაუყენეს 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირში და ოჯახის წევრის გაუპატიურებაში.ადვოკატის თქმით, მისი კლიენტები დუმილის უფლებას იყენებენ.„გოგონების მამა ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. დღეს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ", – განაცხადა გოგლიჩიძემ.ამასთან, მან აღნიშნა, რომ გოგონების მამის დანაშაულის დამტკიცება რთული იქნება, ვინაიდან საქმეში მოწმეები არ არიან.მასმედიის ცნობით, თავდაპირველად პოლიციას გოგონების დედა დაუკავშირდა და 24 წლის მამაკაცი 12 წლის ქალიშვილის გაუპატიურებაში დაადანაშაულა.როდესაც პოლიციამ გამოძიება დაიწყო და გოგონა და მისი და გამოკითხა, გაირკვა, რომ ორივე გოგონა არაერთხელ გააუპატიურა მამამ. ორივე მამაკაცი დაკავებულია.
https://sputnik-georgia.com/20211213/svilebis-gaupatiubis-braldebit-mama-daakaves-262829888.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262058955_73:0:2802:2047_1920x0_80_0_0_8e76e617e4b9d6e5f4d730516db5c7dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
პედოფილიაში ბრალდებულ ორ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
20:18 14.12.2021 (განახლებულია: 23:38 14.12.2021) მამაკაცებს ბრალად ედებათ 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირი და ოჯახის წევრის გაუპატიურება.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი გოგონას (9 და 12 წლის) გაუპატიურებაში ბრალდებულ ორ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატმა სოფო გოგლიჩიძემ განაცხადა.
ბრალდებულების დაკავების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი გოგონების მამაა, ცნობილი გახდა ორშაბათს. მათ ბრალი წაუყენეს 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირში და ოჯახის წევრის გაუპატიურებაში.
ადვოკატის თქმით, მისი კლიენტები დუმილის უფლებას იყენებენ.
„გოგონების მამა ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს. დღეს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ", – განაცხადა გოგლიჩიძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ გოგონების მამის დანაშაულის დამტკიცება რთული იქნება, ვინაიდან საქმეში მოწმეები არ არიან.
მასმედიის ცნობით, თავდაპირველად პოლიციას გოგონების დედა დაუკავშირდა და 24 წლის მამაკაცი 12 წლის ქალიშვილის გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
როდესაც პოლიციამ გამოძიება დაიწყო და გოგონა და მისი და გამოკითხა, გაირკვა, რომ ორივე გოგონა არაერთხელ გააუპატიურა მამამ. ორივე მამაკაცი დაკავებულია.