შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მამასთან ერთად კიდევ ერთი პირია დაკავებული.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 45 წლამდე მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ 9 და 12 წლის შვილებზე სექსუალურად ძალადობდა.
როგორც ქართული მედია იუწყება, მამასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 11 პრიმა, 137-ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურება) და 140-ე მუხლებით რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0